„ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მინიჭების, შეცვლისა და შეწყვეტის, აგრეთვე გამოყენების შეზღუდვის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის №2-159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მინიჭების, შეცვლისა და შეწყვეტის, აგრეთვე გამოყენების შეზღუდვის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის №2-159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-151
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 15/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016084
  • Word
2-151
15/08/2012
ვებგვერდი, 16/08/2012
340170000.22.032.016084
„ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მინიჭების, შეცვლისა და შეწყვეტის, აგრეთვე გამოყენების შეზღუდვის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის №2-159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2- 151

2012 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

„ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მინიჭების, შეცვლისა და შეწყვეტის, აგრეთვე გამოყენების შეზღუდვის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის №2-159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მინიჭების, შეცვლისა და შეწყვეტის, აგრეთვე გამოყენების შეზღუდვის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის №2-159 ბრძანებაში (სსმ, 167, 25/11/2008) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მინიჭების, შეცვლისა და შეწყვეტის, აგრეთვე გამოყენების შეზღუდვის წესის:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირი (პირთა ჯგუფი) მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ღვინის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში სააგენტო), რომელიც განაცხადის შეტანიდან ერთი თვის შემდეგ, წარდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე, თოთხმეტი დღის ვადაში შეიმუშავებს დასკვნას ახალი ადგილწარმოშობის ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის საკითხის თაობაზე.

2. განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს ამ პუნქტში ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმეტაცია:

ა) განცხადება რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნის საზღვრებში ან სპეციფიკური ზონის ფარგლებში ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით;

ბ) პირის (პირთა ჯგუფის), რომელსაც უნდა მიენიჭოს ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეორგაფიული აღნიშვნის გამოყენების ექსკლუზიური უფლება, სრულ სახელსა (სახელწოდებას) და მისამართს;

გ) ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ტერიტორიის აღწერას, მისი ზუსტი საზღვრების მითითებით;

დ) საქონლის წარმოების ტექნოლოგიისა და შესაბამისი გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი წარმოების სპეციფიკური პირობებისა და ხერხების აღწერას, ამ უკანასკნელთა არსებობის შემთხვევაში;

ე) იმის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომ საქონლის განსაკუთრებული ხარისხი ან თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით, ან საქონლის სპეციფიკური ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები დაკავშირებულია ამ გეოგრაფიულ ადგილთან;

ვ) ღვინის წარმოების ტექნოლოგიური რეგლამენტი, პროდუქციის დამზადების, ჩამოსხმის, ეტიკეტირების, შეფუთვისა და რეალიზაციის პირობების ზუსტი აღწერით;

ზ) განმცხადებლის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემულ მინდობილობას, თუ განაცხადი შეაქვს წარმომადგენელს;

თ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.

3. სააგენტოს მიერ დოკუმენტების შესწავლა-დადასტურების შემდგომ განმცხადებელი აღნიშნულ დოკუმენტაციას წარუდგენს „საქპატენტს“.“

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში ამ მასალებთან დაკავშირებით სააგენტოში შემოვა დამატებითი ინფორმაცია ან სხვა ალტერნატიული განაცხადი, სააგენტო განიხილავს ყველა კონკურენტულ წინადადებას და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც შესაბამისი წარდგინებით ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეორგაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მიზნით მიმართავს „საქპატენტს“ და გადასცემს პირის (პირთა ჯგუფის) მიერ წარმოდგენილ განაცხადს დასკვნითურთ.“

2. მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პირობები“

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასახელების გამოყენებაზე ექსკლუზიური უფლების შეცვლა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი ამ უფლების მფლობელი პირის (პირთა ჯგუფის) თანხმობით მოხდა ექსკლუზიური უფლების გასხვისება ან გადაცემა სხვა პირისთვის, რის შესახებაც უნდა არსებობდეს სააგენტოს თანხმობა.

2. თუ აღმოჩნდება, რომ პირმა (პირთა ჯგუფმა) დაარღვია ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი პირობები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მისთვის ექსკლუზიური უფლების შეწყვეტის თაობაზე, რის შესახებაც შესაბამისი წარდგინებით მიმართავს „საქპატენტს“.“

ბ) მე-4-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ყოველწლიურად სააგენტო ახორციელებს ექსკლუზიური უფლების მქონე პირის გადამოწმებას, სწორად იყენებს თუ არა აღნიშნული პირი დასახელებულ უფლებას და ზედმიწევნითაა თუ არა დაცული ამ პირის მიერ შესაბამისი პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიური რეგლამენტი. სააგენტომ ასეთივე გადამოწმება უნდა განახორციელოს იმ პირების მიმართაც, რომლებიც ექსკლუზიური უფლების მქონე პირთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე მიიღებენ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლებას.

5. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მოცულობის გათვალისწინებით, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ექსკლუზიური უფლების გამოყენების ერთი წლის ვადით შეზღუდვის თაობაზე.

6. დასახელების გამოყენების ექსკლუზიური უფლება პირს ასევე შეუწყდება, თუ იგი საკუთარი ინიციატივით მიმართავს „საქპატენტს“ და წარადგენს სააგენტოს თანხმობას.“

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. გოროზია