დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლისა და დადგენის წესის” და „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის წესის” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 20 თებერვლის №2–37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-150 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340050000.22.032.016083 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2- 150
2012 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლისა და დადგენის წესის” და „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის წესის” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 20 თებერვლის №2–37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლისა და დადგენის წესის” და „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის წესის” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 20 თებერვლის №2–37 ბრძანებაში“ (სსმ, 15, 28/02/2003 ) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლისა და დადგენის წესი“–ს:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მონაცემთა შესწავლა-დადგენა ხორციელდება ფიზიკური ან იურიდიული პირის ან მეწარმეთა ნებისმიერი გაერთიანების მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – ღვინის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წარდგენილი შეტყობინების საფუძველზე, რომელიც უკავშირდება მათ განზრახვას რეგისტრაციაში გაატაროს ღვინის ან ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელება.“
ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. უფლებამოსილება მონაცემთა შესწავლასა და დადგენაზე
ადგილწამოშობის დასახელების ღვინის, ღვინის ბრენდის და მისი ნედლეულის ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური, ორგანოლეპტიკური, აგრეთვე მათი წარმოების გეოგრაფიული ადგილის მდებარეობისა და საზღვრების, ტექნოლოგიური პროცესების სპეციფიკური პირობების მონაცემთა შესწავლასა და დადგენას ახორციელებს სააგენტო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტთან ერთად, სათანადო დასკვნის გაფორმებით, რომელიც დასტურდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ .“.
2. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის წესის“:
ა) პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
3. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ სააგენტოში წარდგენილი შეტყობინების საფუძველზე, რომელიც უკავშირდება პირის განზრახვას, აწარმოოს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ან ღვინის ბრენდი“.
ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილების მინიჭება სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მოწვეული სპეციალისტებისათვის, ხორციელდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით“.
გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო კონტროლის შედეგების საფუძველზე, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის ან არგაცემის თაობაზე“.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. გოროზია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები