დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სათათბირო ორგანოს – სამინისტროს სათათბირო საბჭოს შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 97 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010170000.22.029.016029 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/08/2012 - 20/12/2012)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება №9 7
2012 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სათათბირო ორგანოს –სამინისტროს სათათბირო საბჭოს შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიქმნას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სათათბირო ორგანო – სამინისტროს სათათბირო საბჭო.
2. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სათათბირო ორგანოს – სამინისტროს სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესი, დანართის შესაბამისად.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო საბჭოს – სამინისტროს კოლეგიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 10 ნოემბრის №481 ბრძანება.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ . ხომერიკი
დანართი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სათათბირო ორგანოს –სამინისტროს სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სათათბირო ორგანოს – სამინისტროს სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სათათბირო ორგანოს – სამინისტროს სათათბირო საბჭოს მიზნებს, ამოცანებს, კომპეტენციას და საქმიანობის წესს.
2. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
3. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით.
მუხლი 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სათათბირო ორგანო – სამინისტროს სათათბირო საბჭო
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სათათბირო ორგანო – სამინისტროს სათათბირო საბჭო (შემდგომში – სათათბირო საბჭო) არის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა განხილვისა და მინისტრისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის, ასევე მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების ოპერატიული მიღებისა და საქმიანობის დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი მინისტრის სათათბირო ორგანო.
2. სათათბირო საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სათათბირო საბჭოს შემადგენლობაში, როგორც წესი, შედიან მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელი პირები, ასევე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა თემის განვითარების ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) ხელმძღვანელი.
4. სათათბირო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
მუხლი 3. სათათბირო საბჭოს მიზნები და ამოცანები
სათათბირო საბჭოს მიზნები და ამოცანებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებსა და ცენტრს შორის კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროში გადაწყვეტილებების ოპერატიული მიღებისა და საქმიანობის დაგეგმვის ხელშეწყობა;
გ) სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მინისტრისათვის რეკომენდაციების შემუშავება და წინადადებების მომზადება;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაცია;
ე) სამინისტროს სტრატეგიისა და პოლიტიკის განსაზღვრა.
მუხლი 4. სათათბირო საბჭოს კომპეტენცია
სათათბირო საბჭოს კომპეტენციაში შედის:
ა) სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხილვა და მინისტრისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) მინისტრის ბრძანების პროექტების განხილვა;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და მინისტრისათვის შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა, გადაწყვეტილებების ოპერატიული მიღებისა და საქმიანობის დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით.
მუხლი 5. სათათბირო საბჭოს მუშაობის რეგლამენტი
1. სათათბირო საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს და თავმჯდომარეობს მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის პირველი მოადგილე. საჭიროების შემთხვევაში მინისტრის დავალებით სათათბირო საბჭოს სხდომას შეიძლება თავმჯდომარეობდეს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.
2. სათათბირო საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტით.
3. სათათბირო საბჭოს სხდომები ტარდება კვირაში ერთხელ, სამშაბათს ან ოთხშაბათს. თუ სხდომის ჩატარების დღე ემთხვევა უქმე დღეს, მაშინ სხდომა გაიმართება მის მომდევნო სამუშაო დღეს.
4. სათათბირო საბჭოს რიგგარეშე სხდომებს, საჭიროებისამებრ, იწვევს მინისტრი.
5. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სათათბირო საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს დაუყოვნებლივ.
6. სათათბირო საბჭოს სხდომის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი.
7. სათათბირო საბჭოს სხდომა შეიძლება გადაიდოს მინისტრის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს სხდომის თავმჯდომარის – მინისტრის პირველი მოადგილის ან ერთ-ერთი მოადგილის მიერ.
8. სათათბირო საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს, სათათბირო საბჭოს წევრების წინადადებების გათვალისწინებით, ამზადებს საბჭოს მდივანი და შესათანხმებლად წარუდგენს მინისტრს. სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების მომზადება ევალება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, შესაბამისი ტერიტორიული ორგანოსა და ცენტრის ხელმძღვანელ პირებს.
9. სათათბირო საბჭოს მდივანი დღის წესრიგს გადასცემს სათათბირო საბჭოს წევრებს და აცნობებს სხდომის ჩატარების დროს სხდომამდე ერთი დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს, დროსა და დღის წესრიგს – წინა დღეს, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული სხდომისა, რომლის ჩატარების დროსა და დღის წესრიგს საბჭოს მდივანი საბჭოს წევრებს მინისტრის გადაწყვეტილებით აცნობებს დაუყოვნებლივ.
10. სათათბირო საბჭოს სხდომის დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა ხდება მხოლოდ მინისტრის გადაწყვეტილებით.
11. სათათბირო საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხზე, როგორც წესი, მომხსენებელს ეძლევა 10 წუთი, თანამომხსენებელს – 5 წუთი, ცნობისათვის – 3 წუთი.
1 2. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით სათათბირო საბჭო უფლებამოსილია:
ა) მოიწონოს ან მისცეს უარყოფითი შეფასება განხილულ საკითხს;
ბ) არასაკმარისად ცნოს განხილული საკითხის ირგვლივ გაწეული საქმიანობა;
გ) ცნობად მიიღოს წარდგენილი მასალა (ინფორმაცია, პროექტი და ა.შ.);
დ) განუხილველად დატოვოს სხდომაზე წარდგენილი საკითხი;
ე) გადადოს საკითხის განხილვა;
ვ) დამატებით მოსამზადებლად დააბრუნოს განსახილველად წარდგენილი საკითხი.
1 3. სათათბირო საბჭოს წევრი უფლებამოსილია დააფიქსიროს განსხვავებული აზრი, რომელიც შეიტანება სხდომის ოქმში.
1 4. სათათბირო საბჭოს მიერ განხილული საკითხის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.
1 5. სათათბირო საბჭო უფლებამოსილია, თუ სათათბირო საბჭოს სხდომას ესწრება სათათბირო საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
1 6. სათათბირო საბჭოს სხდომაში სათათბირო საბჭოს ყველა წევრი მონაწილეობს პირადად. თუ წევრის დასწრება შეუძლებელია, იგი ამის შესახებ წინასწარ ატყობინებს მინისტრს ან სათათბირო საბჭოს მდივანს.
1 7. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელი პირებისა და ცენტრის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, სათათბირო საბჭოს სხდომას ესწრებიან მათი მოადგილეები, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალი სამმართველოს უფროსი.
1 8. მინისტრის გადაწყვეტილებით სათათბირო საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.
19. სათათბირო საბჭოს სხდომაზე დამსწრე პირთა აღრიცხვას აწარმოებს სათათბირო საბჭოს მდივანი.
2 0. სათათბირო საბჭოს სხდომის მიმდინარეობა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სათათბირო საბჭოს მდივანი.
2 1. სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმის შედგენას, გაფორმებასა და შენახვას უზრუნველყოფს სათათბირო საბჭოს მდივანი და სამინისტროს კანცელარია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2 2. სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმს თან დაერთვება სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი მასალებისა და დოკუმენტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 6. სათათბირო საბჭოს სხდომაზე მინისტრის მიერ გაცემული დავალებებისა და მითითებების გაფორმებისა და შესრულების წესი
1. სათათბირო საბჭოს სხდომაზე მინისტრი, საჭიროების შემთხვევაში, გასცემს დავალებებსა და მითითებებს.
2. სათათბირო საბჭოს სხდომაზე მინისტრის მიერ გაცემული დავალებებისა და მითითებების შემსრულებლისათვის მიწოდებას უზრუნველყოფს სათათბირო საბჭოს მდივანი.
3. დავალება და მითითება შეიძლება გაიცეს ზეპირი ან წერილობითი ფორმით, რომლის შესრულება სავალდებულოა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოსათვის.
4. დავალებაში ან მითითებაში განსაზღვრული უნდა იყოს მითითებული შესრულების ვადა, ასევე დავალებისა და მითითების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი პირი.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც დავალების შესრულება დაეკისრა რამდენიმე პირს, დავალებაში მითითებული პირველი პირი არის დავალების მთავარი შემსრულებელი, ხოლო დანარჩენები – თანაშემსრულებლები.
6. დავალების მთავარი შემსრულებელი პასუხისმგებელია დავალების შესრულებაზე. იგი ორგანიზებას უწევს საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.
7. მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში დავალების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსრულებელი დაუყოვნებლივ აცნობებს მინისტრს ან დავალების შესრულებაზე კონტროლის განმახორცილებელ თანამდებობის პირს. დავალების შესრულების შეუძლებლობის თაობაზე ინფორმაცია უნდა იყოს დასაბუთებული, მოტივირებული და მოიცავდეს დავალების შესრულების ახალი თარიღის განსაზღვრის წინადადებას.
8. შესრულებული დავალების თაობაზე შემსრულებელმა უნდა წარადგინოს მოხსენებითი ბარათი.
9. სათათბირო საბჭოს სხდომაზე გაცემული დავალებებისა და მითითებების შესრულებაზე კონტროლზე აყვანასა და კონტროლიდან მოხსნას ახორციელებს სათათბირო საბჭოს მდივანი.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
სათათბირო საბჭოს გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები