დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010170000.22.029.016028 |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება №96
2012 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და „რ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის № 108 ბრძანებით (სსმ III, 19.10.2010, №134, მუხ.1937) დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი :
„ზ) სამინისტროს ფუნქციონირების მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფა“ .
2. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი :
„დ) მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.“ .
3. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი :
„7. მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალური აპარატის შეუფერხებელი მუშაობისათვის საჭირო შესასყიდი საქონლისა და მომსახურების მიღებას ; ამასთან დაკავშირებით მომსახურე ორგანიზაციებთან მიღება-ჩაბარების, ურთიერთშედარების აქტების მომზადებას და მომწოდებელი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტი, ურთიერთშედარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადები) ხელმოწერას და დამოწმებას ;
ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალური აპარატის შეუფერხებელი მუშაობისათვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას ;
გ) უზრუნველყოფს შესაძენი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ნაერთი განაცხადის შესადგენად მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზებას ;
დ) უზრუნველყოფს ნაერთი განაცხადის შედგენას და შესყიდვების სამმართველოსთვის გადაცემა;
ე) უზრუნველყოფს მატერიალურ ფასეულობათა შემოსავალ-გასავლის დოკუმენტების დამუშავებას ;
ვ) უზრუნველყოფს მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივ აღრიცხვას და კონტროლს მათი ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დაცვაზე;
ზ) მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივად არსებული და ბალანსზე რიცხული ნაშთების შესაბამისობა ს უზრუნველყოფა;
თ) უზრუნველყოფს საანგარიშო პერიოდში მატერიალური ფასეულობების სისტემურ და შერჩევით შემოწმებას ;
ი) უზრუნველყოფს მატერიალურ ფასეულობათა ფაქტობრივად ნაშთების ყოველთვიურ შედარებას ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებთან;
კ) მატერიალურ ფასეულობათა პასუხისმგებელ პირებზე მიმაგრების უზრუნველყოფა;
ლ) საინვენტარიზაციო კომისიასთან ერთად, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრაში მონაწილეობა, აღწერაში მატერიალური ფასეულობების სრულად და ზუსტად შეტანის უზრუნვლყოფა და მასზე პასუხისმგებლობა;
მ) სამინისტროს შენობის მიმდინარე რემონტისა და შეკეთების უზრუნველყოფა;
ნ) უზრუნველყოფს სამინისტროს შენობაში ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მრიცხველების გამართულ მუშაობაზე კონტროლს ;
ო) გათბობის სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
პ) სამინისტროს შიდა და ქალაქის კავშირგაბმულობის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
ჟ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების საწვავითა და ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა;
რ) ექსპლუატაციისათვის უვარგისი საშუალებების სათანადო წესით ჩამოწერის უზრუნველყოფა და სხვა სახარჯი მასალების ხარჯებში გაწერის დოკუმენტების მომზადება;
ს) სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.“ .
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ . ხომერიკი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები