„სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 712
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 15/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 280120000.08.002.016608
  • Word
712
15/08/2012
ვებგვერდი, 15/08/2012
280120000.08.002.016608
„სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №712

2012 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის 507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის 507 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 26/06/2012, 280120000.08.002.016532) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სტუდენტი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტ, რომელიც აკმაყოფილებს სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ) მიერ  გაცემული სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა;“;

ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებული არიან უზრუნველყონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის ხელმისაწვდომობა.“;

გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  მუხლი 6. სახელმწიფო სერვისების განვითარები სააგენტოს ფუნქციები

სახელმწიფო სერვისების განვითარები ს სააგენტო ვალდებულია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობასა და მის უკონტაქტო მიკროსქემაზე   სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის განთავსება;

ბ) დაამზადოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობები და უზრუნველყოს მათი სტუდენტებისათვის მიწოდება;

გ) ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმულ პირს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის საფუძველზე ფასდაკლების გავრცელებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ.სააკაშვილი