დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200010000.35.139.016068 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2012 წლის 10 აგვისტო
ქ. ბორჯომი
„ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 8 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :
მუხლი 1.
შევიდეს ცვლილება „ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 8 აპრილის №10 დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებულ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , 110411029, 15/04/2011 – 200010000.35.139.016024) №1 დანართში „ქონების გადასახადის განაკვეთები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე“:
1. დანართის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ -„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ბ) სათიბი (ბუნებრივი და გაკულტურებული) მიწებისათვის – 19 ლარს;
გ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 15 ლარს.“ .
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ქურდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები