ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე

  • Word
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 14/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016053
  • Word
35/2012
14/08/2012
ვებგვერდი, 15/08/2012
010240020.15.008.016053
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 35/2012

201 2ლის 14 აგვისტო

. ბათუმი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საარჩევნო უბნები იქმნება არა უმეტეს 1500 ამომრჩევლისათვის.

№2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2012 წლის 12 აგვისტოს №006 და №26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2012 წლის 12 აგვისტოს №18/09-10 მოხსენებითი ბარათების მიხედვით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შესული შესწორებების გამო, №2 ვაკის საარჩევნო ოლქის №32 საარჩევნო უბანსა და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის №22 წინწყაროს უბანში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა და მნიშვნელოვნად გადააჭარბა საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა კანონით დადგენილ რაოდენობას.

აღნიშნული გამოიწვევს ამ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დღის პროცედურების ჩატარებას მნიშვნელოვანი შეფერხებებით, რის გამოც შესაძლოა შეუძლებელი გახდეს ამ უბნებზე, ამომრჩეველთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის გამო, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი მოთხოვნების შესრულება, შესაბამისად:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. №2 ვაკისა და № 26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებმა არა უგვიანეს 2012 წლის 17 აგვისტოსი შექმნან დამატებით 1 (თითო) ახალი საარჩევნო უბანი.

მუხლი 2. დამატებითი საარჩევნო უბნის შექმნის თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულების გამოცემიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, საოლქო საარჩევნო კომისია აცხადებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთა შესარჩევ კონკურსს. კონკურსის გამოცხადებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში მთავრდება კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება საოლქო საარჩევნო კომისიაში, უბნის შექმნის თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულების გამოცემიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების გათვალისწინებით, შესაბამის პარტიებს ეძლევათ უფლება დანიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.

მუხლი 3. საკონკურსო განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს.

მუხლი 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში, კომისიის შემადგენლობაში კანონით დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს არა უგვიანეს მომდევნო დღისა, გამოაცხადოს ხელახალი კონკურსი, საუბნო საარჩევნო კომისიის შესავსებად.

მუხლი 5. საკონკურსო განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს/წევრებს.

მუხლი 6. ამ დადგენილებით შექმნილი კომისიების პირველი სხდომა მოიწვევა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის 21-ე პუნქტით დადგენილ ვადებში.

მუხლი 7 . ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6), მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 8 . ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე   ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                       გ. მჭედლიძე