დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 335 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 13/08/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 220090000.22.033.016442 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №335
2012 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლს მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 67-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებული იქნეს.
2. 69-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“, „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის გადაზიდვის და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევის დღგ-ისაგან გათავისუფლება“.
ბ) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“, „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის გადაზიდვის და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევის დღგ-ისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია:
ა) საქონლის თანმხლები სატრანსპორტო დოკუმენტები ან მათი ასლები:
ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს - სატრანსპორტო ზედნადები (CMR);
ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს- კონოსამენტი;
ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროას - ავიაზედდებული;
ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს - სარკინიგზო ზედნადები;
ბ) სასაქონლო დეკლარაცია ან საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მისი შემცვლელი დოკუმენტი ან მათი ასლი, ან საქონლის და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა ან მისი ასლი, რომლებიც ადასტურებენ ტვირთის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“, „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ სასაქონლო ოპერაციებში მოქცევის დროსა და ადგილს .
გ) ინვოისი მომსახურების გაწევაზე .
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“, „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ სასაქონლო ოპერაციებში მოქცეული საქონლის გადაზიდვისას, როცა საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე იცვლება საქონლის გადამზიდველი, დღგ-ისაგან გათავისუფლება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ერთი გადამზიდველიდან მეორესთვის გადაცემა ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ.
3. რკინიგზით გადაზიდვის შემთხვევაში დეკლარირებისას, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაში დაფიქსირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“, „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ სასაქონლო ოპერაციების ცვლილებისას, საგადასახადო ორგანოს მიერ, დეკლარირებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, აღნიშნული ცვლილების შესახებ ეცნობება შპს „ საქართველოს რკინიგზას“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . გვინდაძე
დოკუმენტის კომენტარები