„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/08/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 14/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016093
29
14/08/2012
ვებგვერდი, 15/08/2012
010250020.35.158.016093
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №29

2012 წლის 14 აგვისტო

ქ.ბოლნისი

 

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის № 15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №15  დადგენილებით  (ვებგვერდი 12/03/2012   010250020.35. 016079) დამტკიცებულ  დებულებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მუხლი 1
1. დებულების III თავის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) სოციალური დაცვის, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახური“.

2. დებულების  III  თავის  მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“  ქვეპუნქტი:

,, კ) ჯანმრთელობის დაცვის სამსახური“

3. დებულების III თავის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების  მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა  და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების  განხორციელების უზრუნველყოფა“.

4. დებულების III თავის მე-13 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

,,91.   ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციაა ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ საბიაშვილი