დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ყვარლის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.164.016073 |
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2012 წლის 9 აგვისტო
ქ. ყვარელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად:
1. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული ყვარლის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის გამოსახულებები:
ა) ყვარლის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის გამოსახულებები, დანართი №1;
ბ) ყვარლის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა, დანართი №2;
გ) ყვარლის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა, დანართი №3 .
2. ყვარლის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გამოყენება მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით .
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზ. ლომიძე
დანართი № 1


დანართი №2
ყვარლის მუნიციპალიტეტის გერბი
(აღწერილობა)
გერბის ფარი შუაზე ტეხილადაა გადაკვეთილი, ხოლო ზედა ნაწილი გაკვეთილია და იყოფა ორ ველად. I ნაწილი – ზურმუხტოვან ველზე ვერცხლის ორკოშკიანი გალავანი ღია კარიბჭით. კოშკებს შორის მოთავსებულია ოქროს გვირგვინი, ხოლო კარიბჭის ქვემოთ ოქროს ვაზი. II ნაწილი – ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარი. III ნაწილი - მეწამულ ველზე ვერცხლის ფრთოსანი ცხენი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კატარაქტიანი კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „ყვარელი“.
დანართი №3
ყვარლის მუნიციპალიტეტის დროშა
(აღწერილობა)
დროშის ქსოვილი ჰორიზონტალურად არის გაყოფილი ორ თანაბარ ნაწილად – მეწამულ და მწვანე ველებად, რომელთა შორის მარცხნიდან შეჭრილია თეთრი ფერის ტოლგვერდა სამკუთხედი, რომლის ცენტრში გამოსახულია მეწამული ჯვარი.
დროშის პროპორციაა 2:3.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები