დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140060000.35.108.016106 |
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2012 წლის 9 აგვისტო
ქ. სენაკი
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ,
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტიოს საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 01.02.2011წელი, სარეგისტრაციო კოდი: 140060000.35.108.016027) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
ა) სახანძრო დაცვის განყოფილება;
ბ) სამაშველო განყოფილება.“;
ბ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სამსახურის სახანძრო დაცვის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის სახანძრო დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებულ იმ ობიექტებზე, რომელიც ნებადართულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით;
ბ) სახანძრო ტექნიკის, მისი ტექნიკური შეიარაღების მუდმივად საბრძოლო მდგომარეობაში ყოფნას;
გ) სახანძრო დაცვის მორიგე ცვლების მიერ სამსახურის ტარების მდგომარეობაზე და პროფესიული მომზადების მეცადინეობებზე კონტროლს;
დ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“;
გ) დადგენილებას დაემატოს მე-5 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამსახურის სამაშველო განყოფილების ფუნქციები
სამსახურის სამაშველო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას;
ბ) მიწისძვრის, წყალდიდობის და სხვა ფორს-მაჟორულ სიტუაციაში სამაშველო ოპერაციების განხორციელებას;
გ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღებას სამაშველო ოპერაციებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ;
დ) ოპერატიულ რეაგირებას სამაშველო საჭიროებასთან დაკავშირებით შემოსულ ყველა შეტყობინებაზე;
ე) დაზარალებულთა მოძიებას, მათ გადასარჩენად ზომების მიღებას, პირველადი და სხვა სახის დახმარების აღმოჩენას;
ვ) მონაწილეობის მიღებას ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში;
ზ) სამუშაოების შესრულებისას უსაფრთხოების წესების დაცვას;
თ) პირადი შემადგენლობის მომზადებას სამაშველო ღონისძიებების ჩასატარებლად;
ი) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ნარმანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები