დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.113.016105 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2012 წლის 9 აგვისტო
ქ. ოზურგეთი
„ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა :
მუხლი 1. შევიდეს ცვლილება „ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს № 22 დადგენილებაში (სსმ V, 13, 18/08/2010) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, „საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი’’, „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, საქართველოს სხვა საკონონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საკრებულოს დებულება, გამგეობის დებულება და ეს დებულება.“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება (სამართალდარღვევის ოქმის შედგენა)“.
3. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ზ) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, „საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის “ და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება’’.
მუხლი 2 . ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები