აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 174-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 02/08/2012
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016008
  • Word
174-უ.ს.რ.ს.
02/08/2012
ვებგვერდი, 13/08/2012
010240080.51.056.016008
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1101 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი თანდართული მასალებით და პრიორიტეტების დოკუმენტი, ასევე მათი განხილვის გრაფიკი, დამტკიცების მომდევნო დღეს ეგზავნება კომისიებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს ცალკეულ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, საკადრო და საქმისწარმოების დეპარტამენტს,     

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ხოლო მთავრობასმხოლოდ განხილვის გრაფიკი.“.

2. 1102 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს და მოხსენებას მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარადგენს მთავრობის თავმჯდომარე ან მთავრობის რომელიმე წევრი, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიღებული დავალებით. უმაღლესი საბჭო ასევე ისმენს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებებს.

21. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური უმაღლესი საბჭოს შემაჯამებელი სხდომის გამართვამდე 5 დღით ადრე წარუდგენს თავის მოხსენებას. მოხსენებასთან ერთად უმაღლეს საბჭოს წარედგინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე.“.

3. 114-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 114

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხს გენერალური აუდიტორის მიერ სათანადო კანდიდატურის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენიდან 5 დღის ვადაში განიხილავენ კომისიები და ფრაქციები.

2. კომისიებისა და ფრაქციების დასკვნის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს ბიურო პირველსავე სხდომაზე განიხილავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დანიშვნაზე გენერალური აუდიტორისათვის თანხმობის მიცემის საკითხს და იღებს დასკვნას, რომელიც წარედგინება უმაღლეს საბჭოს.

3. უმაღლესი საბჭო, პლენარულ სხდომაზე, გენერალურ აუდიტორს დადგენილებით აძლევს თანხმობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დანიშვნაზე.

4. თუ გენერალური აუდიტორი ვერ მიიღებს თანხმობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დანიშვნაზე, იგი უფლებამოსილია ხელახლა წარადგინოს იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.“.

4. 137-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ორი დღის ვადაში გადაეცემა უმაღლესი საბჭოს კომისიებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს ცალკეულ წევრებს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.“.

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 1 თვისა, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის თაობაზე.

8. სახელმწიფო აუდიტის სამსახური რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმაციას ყოველწლიურად წარუდგენს უმაღლეს საბჭოს.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                               მ. მახარაძე

ჩაქვი,

2012 წლის 2 აგვისტო.

№174-უ.ს.რ.ს.