დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვალის №50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-53/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016170 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-53/ნ
2012 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
„შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში (სსმ III, 26.02.2010 , №23, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტები და ამ პუნქტებით დამტკიცებული დანართი №2 და დანართი №3 ამოღებულ იქნეს.
2. ბრძანების მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს „41“ პუნქტი:
„41. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო), უზრუნველყოს შვილად აყვანის პროცედურებისთვის საჭირო ფორმების დამტკიცება.”.
3. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ( „შვილად აყვანის პროცედურები”) დანართი №1-ის:
ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) რომლის ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის გაშვილებაზე.”;
ბ) მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ მშობელი არ ცვლის ბავშვის მიტოვების ან ბავშვის გაშვილების თაობაზე გადაწყვეტილებას, იგი ავსებს ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის და ბავშვის მიტოვების შესაბამისი ფორმის განაცხადს.
4. ბავშვის მიტოვებულად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვის საფუძველზე, თუ:
ა) ის არის ნაპოვნი ბავშვი და მისი აღმოჩენიდან 6 კვირის ვადაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ვერ დადგინდა ამ ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა;
ბ) ის არის ნაპოვნი ბავშვი და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში და იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად დადგინდა ამ ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა, მაგრამ ის (ისინი) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას, 7 დღის ვადაში არ ცხადდება (ცხადდებიან) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში ან მასთან (მათთან) დაკავშირება შეუძლებელია;
გ) თუ მშობელმა (მშობლებმა) საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატა (გამოხატეს) მისი მიტოვება და ის (ისინი), სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებების მიუხედავად, თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას ან ბავშვის 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს (გარდა მშობლის (მშობლების) ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობის ან მშობლის (მშობლების) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევებისა) და ბავშვის მშობელს (მშობლებს) შეჩერებული ან შეზღუდული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება-მოვალეობები.” ;
გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვა
1. ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა პირმა უნდა მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს (რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), წარუდგინოს მისი და ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა) ასლები და შეავსოს განაცხადი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება საერთაშორისო გაშვილების შემთხვევებზე.
3. განაცხადის შევსებისას, თუ ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირი ვერ აკმაყოფილებს მშვილებლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს სოციალური მუშაკი არ ახორციელებს მშვილებელი ოჯახის/პირის შეფასებას და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას 5 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით აცნობებს განმცხადებელს.
4. განაცხადის შევსებისას, თუ ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირი აკმაყოფილებს მშვილებლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს სოციალური მუშაკი განაცხადის შევსებიდან არა უმეტეს 20 სამუშაო დღისა, ახორციელებს ბავშვის მშვილებელი ოჯახის/პირის შეფასებას და წერს დასკვნას.
5. თუ შეფასება დადებითია, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის შვილად აყვანის მსურველი ოჯახის/პირის რეესტრში აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე.
6. თუ შეფასება უარყოფითია, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის შვილად აყვანის მსურველი ოჯახის/პირის რეესტრში აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე უარის შესახებ.
7. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 5 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
8. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართელოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირებზე შვილად აყვანის პროცედურების განხორციელების დროს არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი. ამ შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონითა და ამ პროცედურებით.
9. მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა იმ პირისა:
ა) რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი პირი, იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე/მზრუნველი ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა პირი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;
ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეზღუდული აქვს მშობლის უფლება-მოვალეობები მშობლის უფლებების განუხორციელებლობისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად განხორციელების/შესრულების გამო;
გ) რომელსაც აღენიშნება შემდეგი დაავადებები:
გ.ა) ტუბერკულოზი (აქტიური და ქრონიკული) ნებისმიერი ლოკალიზაციის;
გ.ბ) შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში;
გ.გ) ნერვული სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დაავადებები და დაზიანებები, რაც გამოიწვევს მოძრაობასა და კოორდინაციის მნიშვნელოვან დარღვევას;
გ.დ) ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი, ონკოლოგიური დაავადებები;
გ.ე) ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი;
გ.ვ) ინფექციური დაავადებები მათი დისპანსერული აღრიცხვიდან მოხმნამდე;
გ.ზ) ფსიქიკური დაავადებები, რომლის დროსაც ავადმყოფი, არსებული წესების გათვალისწინებით მიჩნეულია ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად;
გ.თ) ყველა დაავადება და ტრავმა, რომელმაც გამოიწვია მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება, რომელიც ახდენს გავლენას ბავშვის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებაზე.
დ) რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
დ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს „დ” ქვეპუნქტის შემდეგ ჩაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1” ქვეპუნქტი:
„დ1) ამ წესის მე -6 მუხლის მე -9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ან თუ განაცხადში დეკლარირებული მონაცემები არასწორია (გარდა ტექნიკური უზუსტობისა). განაცხადში ინფორმაციის არასწორად მითითების შემთხვევაში, ბავშვის შვილად აყვანის მსურველ პირს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო არ არეგისტრირებს მშვილებელ ოჯახად/პირად, მიუხედავად მისი განემორებითი მომართვისა;”;
ე) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა წრის ფარგლებში.”;
ვ) მე-15 მუხლის:
ვ.ა) პირველი პუნქტის „ბ”ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ვ.ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ვ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მშვილებლისთვის (მშვილებლებისათვის) შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე მისი (მათი) თანხმობის შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ამზადებს დასკვნას სოციალური მუშაკის მიერ ჩატარებული კვლევის დასრულებიდან 1 კვირის ვადაში და წარუდგენს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.”;
ზ) მე -18 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ან მისი შვილად აყვანა საქართველოს მოქალაქის ან/და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან შეუძლია იშვილოს რეესტრში აღრიცხვაზე მყოფი, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მქონე პირი, რომელიც რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან 8 თვეში ვერ აიყვანა შვილად საქართველოს მოქალაქემ და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა. ამ შემთხვევაში სააგენტო ატარებს კვლევას, რომლის საფუძველზე მომზადებულ დასკვნაშიც უნდა აღინიშნოს მიზეზები, რომელთა გამოც საქართველოში ვერ მოინახა ამ ბავშვისათვის მშვილებელი. ჩატარებული კვლევის საფუძველზე სააგენტო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით იწყებს მისი უცხო ქვეყანაში გაშვილების პროცედურას.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.
ზ. ჭიაბერაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები