„სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 329
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 27/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.017002
  • Word
329
10/08/2012
ვებგვერდი, 13/08/2012
470230000.10.003.017002
„სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №329

2012 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო მედიაციის განხორ­ციე­ლე­ბის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვ­ლის №80 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/03/2012, 290110040.10.003. 016850) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებუ­ ლი „სამედიცინო მედიაციის ძირითადი დებულებებ ის“:

1. მე‑4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

  1. ამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მხარისათვის ქონებრივი ზიანის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება/რეკომენდაცია საჭიროებს სა­ მე­ დიცინო მედიაციის საბჭოს დადასტურებას. სამედიცინო მედიაციის საბჭო კოორდინაციას უწევს სამედიცინო მედიაციის პროცესს, მათ შორის, მტკიცე­ბუ­ლებების მოპოვებისა და ექსპერტების მოწვევის საკითხებს.“.

2. მე‑6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მომსახურების საფა­სური

სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ რეკომენდაციის/გადა­ წყვე­ ტი­ ლების მიღების მომსახურების საფასური მოსარჩელე იურიდიული პი­ რი­ სათვის განისაზღვრება 500 ლარით. იურიდიულ პირს უბრუნდება თავის მი­ერ გადახდილი მომსახურების საფასური, თუ ფიზიკური პირის მიმართ და­­ვა და­ს­­რულდა იურიდიული პირის სასარგებლოდ.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი  ი . მერაბიშვილი