დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის განხოციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შინგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №40–№61–№222 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 142 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.027.016352 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №142-№186-№622
2012 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
„ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხოციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შინგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №40–№61–№222 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1. „ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხოციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შინგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის N40–N61–N222 ერთობლივ ბრძანებაში (სსმ III, 26.02.2010, N23 მუხ.299) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხოციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის შესახებ“.
2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) მისი ტერიტორიული სამსახურები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი (შემდგომში – საკონსულო დეპარტამენტი) ვალდებული არიან ამ ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად ფიზიკურ პირთა შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდონ:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ორგანოების გამომძიებლებს;
ბ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოპერატიულ ორგანოებს;
გ) საქართველოს სამინისტროებს, მათ ტერიტორიულ ორგანოებს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და მათ ტერიტორიულ ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლების ორგანოებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებების განმახორციელებელ ნებისმიერ პირს.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დ. ჯალაღანია
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები