დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 627 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016123 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №627
2012 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24 -ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში (სსმ III, 28.12.2007, №186, მუხ. 2092) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე -7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -3 პუნქტი:
„3. მინისტრის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური ან/ და სამხედრო წოდების არმქონე მოსამსახურეებს შრომითი საქმიანობისათვის შეიძლება მიეცეთ თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური პროცენტული დანამატი შრომითი სტაჟის საერთო ოდენობაზე კალენდარული წლების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
ა) 1 -დან 2 წლამდე – 5%;
ბ) 2 -დან 5 წლამდე – 10%;
გ) 5 -დან 10 წლამდე – 15%;
დ) 10 წელი და მეტი – 20%.“ .
მუხლი 2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები