დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 680 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.026.016142 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №680
2012 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის‘‘ დებულების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის‘‘ დებულების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებით (სსმ III, 30.10.2006 წ., №147, მუხ. 2045) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლი ს მე-3 პუნქტს დაემატოს ,,გ1” ქვე პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,გ1) ახორციელებს „ჰოსპიტლის“ თანამშრომლების ქვეყნის შიგნით მივლინებას და საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს „ჰოსპიტლის ‘‘ თანამშრომლებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნის მიზნით; ”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები