„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 156/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 09/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016422
  • Word
156/ნ
09/08/2012
ვებგვერდი, 10/08/2012
430010000.22.022.016422
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1 56/ნ

2012 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

 „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის 19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველო სკანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის 19/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 210211, 21/02/2011, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016055) პირველი პუნქტის ა” ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

7. სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოტივირებული წინადადებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანხმობის საფუძველზე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია უფლებამოსილია, 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით გაზარდოს საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული მისაღები ადგილების რაოდენობა იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აჩვენეს მაღალი აკადემიური მოსწრება.“ .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. დეკანოიძე