„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988-1188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 325
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 230150070.22.033.016436
  • Word
325
08/08/2012
ვებგვერდი, 14/08/2012
230150070.22.033.016436
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988-1188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

რთობლივი ბრძანება №325-№613

2012 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988-1188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებთ:

მუხლი 1. „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988-1188 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2547) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებებში განთავსებული საგადასახადო ორგანოების სასაქონლო ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, ექსპორტის         და რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებასთან და საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობებს, ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენისა და სარეგისტრაციო დოკუმენტების გაფორმების წესებს.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კონტროლის ზონა – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებებში სასაქონლო ოპერაციების განხორციელების ადგილი, აგრეთვე საექსპერტო შემოწმების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენისა და დათვალიერებისათვის გამოყოფილი ტერიტორია, რომლებიც წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საგადასახადო ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული, რომლის ფუნქციებსაც განეკუთვნება ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;“;

გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სასაქონლო შემოწმება – ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ საგარეო -ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისი ქვესუბპოზიციის ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების და/ან საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით მონაცემების დადგენა;“;

დ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) დეკლარაცია – „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით გათვალისწინებული „ავტოსატრანსპორტო  საშუალების საბაჟო დეკლარაცია“.“;

ე) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) „სასაქონლო პარტია“ – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზვნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა.”.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გატანიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე მდგომარეობაში დაბრუნებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, როგორშიც იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საექსპერტო შემოწმებისას, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალური ექსპერტიზის ჩატარება სასაქონლო კოდის ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნით.”.

4. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ღირებულება;“;

 ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის ან რეექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გატანიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში დაბრუნებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შემთხვევაში, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტში არ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ს” ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები;“.

5. მე-10 მუხლის:

ა) მე-3 და 31   პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, დეკლარაციის წარდგენის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით და შეადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან არა უმეტეს 90 კალენდარულ დღეს.

31 . საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების შესაბამისად;“.

6. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ექსპორტისას ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების შესაბამისად;“.

7. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ექსპორტის დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და გადაეცემა დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში;“.

8. 21-ე მუხლის:

ა) მე-3 და 3 1   პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, დეკლარაციის წარდგენის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით და შეადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან არა უმეტეს 90 კალენდარულ დღეს.

31 . საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საწყობის სასაქონლო ოპერაციისას ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების შესაბამისად;“.

9. 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი, რომელსაც განზრახული აქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი, ვალდებულია:

ა) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული ან დროებით შენახული ავტოსატრანსპორტო საშუალება საექსპერტო შემოწმებისათვის (გარდა იურიდიული პირების მიერ შემოტანილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) და „ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ გამოწერის მიზნით წარუდგინოს სააგენტოს კონტროლის ზონაში (უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გარდა);

ბ)ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალება რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულების მიზნით წარადგინოს საბაჟო გამშვებ პუნქტში;

გ) საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტის მიზნით წარადგინოს დეკლარაცია.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების შესაბამისად.“.

10. 25-მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეექსპორტის დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და გადაეცემა დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება დასტურდება დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დეკლარაციის „D“ გრაფაში სპეციალური აღნიშვნით – „მოხსნილია კონტროლიდან”.“.

11. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით და შეადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან არა უმეტეს 90 კალენდარულ დღეს.“.

12. 28-ე მუხლის:

ა) მე-3 და 31   პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, დეკლარაციის წარდგენის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით და შეადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან არა უმეტეს 90 კალენდარულ დღეს.

31 . საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ ავტოსატრანსპორტო  საშუალებაზე – „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი”, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების შესაბამისად.“.

13. დანართი 1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. გვინდაძე

. ახალაია

დანართი №1

სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი №

ფორმა 2

მფლობელი:

მარკა, მოდელი:

საიდენტიფიკაციო კოდი:

ფერი:

გამოშვების წელი:

ძრავის ნომერი:

ძარის ნომერი:

ტრანზიტული ნომერი:

საქონლის საბაზრო ფასი:

საწვავის ტიპი:

დასაშვები წონა:

           ტიპი:

           ძრავის მოცულობა:

           ზუსტი მოცულობა:

           შასის ნომერი:

           საბაჟო  ღირებულება:

სასაქონლო კოდი (11-ნიშნა ქვესუბპოზიცია):

           საჭე:

           დაუტვირთავი წონა:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ბანკის კოდი:                               ანგარიშის ნომერი                           სახაზინო კოდი

                   თანხა ლარებში

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გთხოვთ  დამეხმაროთ  ჩემი   კუთვნილი  სატრანსპორტო საშუალების  დეკლარაციის

შევსებაში.

განმცხადებელი ––––––––––––––––––