დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №622 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 691 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 09/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016600 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №691
2012 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №622 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №622 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №184, მუხ. 1884) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (შემდეგში – საბჭო) შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ორი მოადგილე;
გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი;
დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
ე) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
ზ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
თ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
ი) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე;
ნ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
ო) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
პ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი.“;
ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის შესაბამისად, საბჭოს საქმიანობაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის კანდიდატურას განსაზღვრავს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე.“;
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეთხოვოთ საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა:
ა) „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს;
ბ) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს;
გ) აშშ იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს;
დ) ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს;
ე) „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელს;
ვ) საქართველოში ევროპის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელს;
ზ) გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელს;
თ) არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიცია „ევროპული საქართველოსათვის“ წარმომადგენელს.“.
დ) მე-3 პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი. სამდივნო უზრუნველყოფს საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზაციულ მუშაობას და ადმინისტრირებას უწევს მის საქმიანობას.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები