სს „საზღვაო ჰოსპიტალი“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

  • Word
სს „საზღვაო ჰოსპიტალი“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები სს „საზღვაო ჰოსპიტალი“
მიღების თარიღი 08/08/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
61
08/08/2012
ვებგვერდი, 09/08/2012
სს „საზღვაო ჰოსპიტალი“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ
სს „საზღვაო ჰოსპიტალი“

შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა

სააქციო საზოგადოება „საზღვაო ჰოსპიტალის“ აქციონერებს

 

  გაცნობებთ, რომ 2012 წლის 28 აგვისტოს 18:00 საათზე გაიმართება სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ აქციონერთა საერთო კრება საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: საქართველო, ქ.ბათუმი, მელიქიშვილის ქ. №102/ ბ.

სს ,,საზღვაო ჰოსპიტალის” კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012 წლის  27 ივლისი.

 

დღის წესრიგი:

1. საზოგადოების დირექტორის არჩევა

2. სააქციო საზოგადოების წესდებაში რიგი ცვლილებების შეტანა

აქციონერებს შეგიძლიათ კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე წერილობით წარმოადგინოთ თქვენი საკითხები და მოსაზრებები, რომელიც განხილულ იქნება საერთო კრებაზე.

კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის” მთ. სპეციალისთან – ქალბატონ ლუიზა ჩიკაშუასთან, ტელ: 599 15 88 06.

აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობისა და აქციათა რეესტრის საფუძველზე.

 

საზოგადოების გენ. დირექტორი  გრ. ჭყონია