დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო - საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2009 წლის 10 ივნისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 93 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.029.016025 |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება №93
2012 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2009 წლის 10 ივნისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შ ესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2009 წლის 10 ივნისის №74 ბრძანების (სსმ III, 17.06.2009, №73, მუხ. 801) პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება კომისიის სახელზე;
ბ) CurriculumVitae (რეზიუმე);
გ) განათლებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (ID ბარათის ) ასლი;
ე) 2 ფერადი ფოტოსურათი (3X4);
ვ) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების დედნები, რომელთა ასლების ნამდვილობის შემოწმების შემდეგ დოკუმენტების დედნები დაუბრუნდება კანდიდატს.“.
2. დებულების მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ამ მუხლის მე-2 პუქნტის შესაბამისად, კანდიდატის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან ერთად, კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატს წერილობით ეცნობება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულების თაობაზე.“
3. დებულების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ . ხომერიკი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები