„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №636 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №636 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 677
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.026.016140
  • Word
677
07/08/2012
ვებგვერდი, 08/08/2012
010240030.22.026.016140
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №636 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №677

2012 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №636 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,

ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №636 ბრძანებით (ვებგვერდი, 110817022, 17/08/2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, ) შესყიდვების, მონიტორინგის და ანალიზის სამმართველო;”.

2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 11

შესყიდვების, მონიტორინგის და ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტთან ერთად, დარგის მენეჯერთა მიერ ჩატარებული წინამოსამზადებელი სამუშაოების საფუძველზე, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავება;

ბ) შესყიდვის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარგის მენეჯერთან ერთობლივად, მიმწოდებლებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა, საქართველოს კანონმდებლობისა და მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისი სხვა ზომების გამოყენება;

გ) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების პროცედურების ჩატარება;

დ) შესყიდვების ხელშეკრულებების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში და/ან შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში წარდგენა, მათ მიერ კონტროლის (ინპექტირების) განხორციელების და მიღება-ჩაბარების გაფორმების მიზნით;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების აღრიცხვის წარმოება;

ზ) მონაცემთა და სააღრიცხვო ბაზების წარმოება;

თ)   შესყიდვების პროცედურების სამართლებრივი უზრუნველყოფა ;

) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი