დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 678 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.026.016141 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №678
2012 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებით (სსმ III, 14.01.2009წ., №4, მუხ.32) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საერთაშორისო სამართლის სამმართველო.’’;
ბ) მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დასადები შესყიდვების ხელშეკრულებების ვიზირება ;”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები