„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/08/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.143.016111
30
07/08/2012
ვებგვერდი, 09/08/2012
010260020.35.143.016111
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №30

2012 წლის 7 აგვისტო

ქ. ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 200111, 20/01/2011; 010260020.35.143.016030) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოფს სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად რეაგირება და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით, ასევე აღასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებსა და გამგებლის დავალებებს“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;

ბ) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად;

გ) ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მითითებული კანონის შესაბამისად;

დ)        რეაგირებას და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას უკანონოდ         ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად.

ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) აწარმოებს საქმეებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით, ასევე საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად“;

2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე