„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/08/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.143.016110
29
07/08/2012
ვებგვერდი, 09/08/2012
010260020.35.143.016110
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №29

2012 წლის 7 აგვისტო

ქ. ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში (სსმ, 8, 09/08/2010; 010260020.35.143.000125) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ.თ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების პროცესში გამოსცემს დადგენილებას”.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,10. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში სამართალდარღვევების საქმეების წარმოება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად. ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. ასევე საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად რეაგირება და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით“.

2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე