დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 118 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016126 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №118
2012 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებებში (სსმ, 100020020.22.038.016117, 03/06/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების დანართი № 2-ის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თავსაფარი არა უმეტეს 1 ცალისა, რეიტუზი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოლჰოტკა ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა და ბიუსტჰალტერები ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება).
10. მარლა, ჰიგიენური პაკეტი ერთდროულად არა უმეტეს 10 ცალისა, შამპუნი არა უმეტეს 1 ლიტრისა, არამეტალის თმის სამაგრი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება).“.
ბ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების დანართი № 22-ის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თავსაფარი არა უმეტეს 1 ცალისა, რეიტუზი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოლჰოტკა ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა და ბიუსტჰალტერი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება).
10. მარლა, ჰიგიენური პაკეტი ერთდროულად არა უმეტეს 10 ცალისა, შამპუნი არა უმეტეს 1 ლიტრისა, არამეტალის თმის სამაგრი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება).“.
გ) მე-2 მუხლით დამტკიცებული დებულების დანართი № 2-ის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თავსაფარი არა უმეტეს 1 ცალისა, რეიტუზი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოლჰოტკა ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა და ბიუსტჰალტერი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება).
10. მარლა, ჰიგიენური პაკეტი ერთდროულად არა უმეტეს 10 ცალისა, შამპუნი არა უმეტეს 1 ლიტრისა, არამეტალის თმის სამაგრი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება).“.
დ) მე-2 მუხლით დამტკიცებული დებულების დანართი № 22-ის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თავსაფარი არა უმეტეს 1 ცალისა, რეიტუზი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოლჰოტკა ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა და ბიუსტჰალტერი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება).
10. მარლა, ჰიგიენური პაკეტი ერთდროულად არა უმეტეს 10 ცალისა, შამპუნი არა უმეტეს 1 ლიტრისა, არამეტალის თმის სამაგრი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება).“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . კალმახელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები