საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 470
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/07/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 27/07/2000
ძალაში შესვლის თარიღი 10/08/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.000.808
  • Word
470
13/07/2000
სსმ, 30, 27/07/2000
200.000.000.05.001.000.808
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-7 მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „მართლზომიერი“.

2. მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებში სიტყვა „მე-5“ შეიცვალოს სიტყვით „მე-4“.

3. 27-ე მუხლის მე-10 ნაწილს სიტყვების „ჯგუფების მიხედვით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(გარდა 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითებული ბუნებრივი რესურსებისა)“, ბოლოს კი დაემატოს სიტყვები „ხოლო 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითებულ ბუნებრივ რესურსებზე – საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით“.

4. 29-ე მუხლის:

ა) მე-15 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აგრეთვე დაგირავებული საქონლის გადაცემა გირაოს მიმღების საკუთრებაში“;

ბ) მე-16 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ. საწესდებო კაპიტალში წილის, აქციების, ობლიგაციების, სერტიფი­კატე­ბის, თამასუქების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები და მათი მომსახურება (გარდა ფასიანი ქაღალდე­ბის მატერიალიზებული ფორმებით შენახვისა და რეგისტრაციის მომსა­ხურებისა);

ე. წარმოებულ და სინთეზურ ფინანსურ ინსტრუმენტებთან, ფორვარდულ შეთანხმებებთან, ოფციონებსა და მსგავს ინსტრუმენტებთან დაკავში­რებული ოპერაციები და მათი მომსახურება;“;

გ) მე-17 ნაწილს სიტყვის „საწესდებო“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და საემისიო“;

დ) 26-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 27–29-ე ნაწილები:  

„27. საემისიო კაპიტალი – სხვაობა საწარმოს მიერ აქციების განთავსებიდან მიღებულ ამონაგებსა და მათ საერთო ნომინალურ ღირებულებას შორის.

28. უიმედო ვალი – ვადაგადაცილებული დავალიანება, რომელიც წარმოიქმნა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით, ჯარიმებითა და საურავებით და რომლის დროსაც გადასახადის გადამხდელის ქონების მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ქონება და აქტივები, ან მისი ქონება იმდენად მცირეა, რომ არ იფარება სასამართლოს ხარჯები.

29. საეჭვო ვალი – თანხა, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად ეკისრება გადასახადის გადამხდელს და რომელიც საერთაშორისო ბუღალტრული სტანდარტების მიხედვით განსაზღვრულია, როგორც ამოუღებელი დროისა და სხვა ფაქტორების გამო.“

5. 39-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ბოლო აბზაცის პირველ წინადადებაში სიტყვა „შემოსავლებს“ შეიცვალოს სიტყვებით „წმინდა აქტივებს, გარდა საწარმოს პარტნიორთა (აქციონერთა) მიერ განხორციელებული შენატანებისა საწესდებო და საემისიო კაპიტალში“.

6. 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში სიტყვები „ფასის ფულადი ანაზღაურება“ შეიცვალოს სიტყვებით „ღირებულების ფულადი ანაზღაურება.“ და პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი. ფიზიკური პირისათვის (დონორისათვის) გაღებული სისხლის საკომპენსაციოდ კვებისათვის გაცემული თანხა;

კ. ფიზიკური პირის მომსახურებისათვის გაცემული შრომის დაცვისათვის აუცილებელი საშუალებები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 146-ე და 147-ე მუხლებით და შრომის მავნეპირობებიან სამუშაოზე და ცხელ საამქროებში მუშებსა და მოსამსახურეებზე დადგენილი ნორმით გაცემული კვების პროდუქტები და გაზიანი მარილიანი წყალი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 148-ე და 149-ე მუხლების შესაბამისად.“.

7. 54-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილს სიტყვის „დაერიცხება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანილ ძირითად საშუალებებს,“;

ბ) მე-3 ნაწილს სიტყვის „საშუალებები“ წინ დაემატოს სიტყვა „ძირითადი“, ხოლო ცხრილში სიტყვა „ქონება“ შეიცვალოს სიტყვებით „ძირითადი საშუალებები“;

გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საგადასახადო წლის ბოლოსათვის ჯგუფის ღირებულებით ბალანსს წარმოადგენს შემდეგი წესით განსაზღვრული თანხა: გასული წლის ბოლოსათვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი მცირდება გასულ საგადასახადო წელს დარიცხული ამორტიზაციის თანხით და ამ მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების შესაბამისად წარმოებული გამოქვითვებით, რომელსაც ემატება საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფისათვის დამატებულ ძირითად საშუალებათა ღირებულება 81-ე მუხლის თანახმად, აგრეთვე გასული საგადასახადო წლის განმავლობაში ძირითად საშუალებებზე გაწეული რემონტის ხარჯები ზღვრული დონის ზემოთ 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და აკლდება საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფის ძირითად საშუალებათა რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები. ამასთან, არსებული ნაშთის ფარგლებში წლის ბოლოს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი მცირდება კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანილი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებით, რომლის აღდგენა იმავე ოდენობით ხდება იმ საგადასახადო წლის ჯგუფის ღირებულებით ბალანსში, რომელშიც განხორციელდა კონსერვაციის რეჟიმიდან მოხსნა.“

8. 55-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „ბალანსის ღირებულებას“ შეიცვალოს სიტყვებით „ღირებულებით ბალანსს“.

9. 56-ე მუხლს სიტყვის „საფუძველზე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და სავალდებულო სამედიცინო დაზღვევისას“.

10. 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გარდა ამისა, ეკონომიკური საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდების შემთხვევაში, სავალდებულოა მკაცრი აღრიცხვის სასაქონლო ზედნადების გამოწერა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმითა და წესით, რომლის გარეშე აკრძალულია საქონლის ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია.“.

11. 70-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით გადასახადის გადამხდელის მიერ აღებულ თამასუქზე (ან სხვა სავალო ვალდებულებებზე) შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება თამასუქის (ან სხვა სავალო ვალდებულებების) გასანაღდებლად წარდგენის უახლოესი შესაძლებელი მომენტი.“.

12. 71-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნაღდი ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯის გაწევის მომენტად ითვლება ფულის გადახდის მომენტი, ხოლო უნაღდო ანგარიშ­სწორებისას – ბანკის მიერ გადასახადის გადამხდელის საანგარიშსწორებო ან სხვა ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერის მომენტი.“.

13. 88-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება საქართველოს მიერ დადებული და რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე გათავისუფლებული პროექტების განმახორციელებელი პირის მიმართ, რომელიც უხდის საზღაურს დაქირავებით მომუშავე პირებს. აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან ამ კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, შესაბამის საგადასახადო ორგანოს გაუგზავნონ დაწვრილებითი ინფორმაცია დაქირავებული პირებისა და მათზე გაცემული თანხების შესახებ. ინფორმაციის წარუდგენლობისას და საგადასახადო ორგანოს მოთხოვნების შეუსრულებლობისას აღნიშნული პირები ითვლებიან საგადასახადო აგენტებად ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.“   .

14. 89-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადასახადის გადამხდელმა, რომელსაც გასული წლის განმავლობაში არ გააჩნდა დასაბეგრი შემოსავალი, მიმდინარე გადასახდელები უნდა გადაიხადოს საანგარიშო პერიოდის წინა კვარტალის ფაქტობრივი შემოსავლის მიხედვით, ამასთან, უნდა გაითვალისწინოს ის ხარჯები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა იმ კვარტალში. ამ მიზნით მან თავისი დეკლარაცია უნდა წარადგინოს შესაბამის საგადასახადო ორგანოში მომდევნო კვარტალის მეორე თვის არა უგვიანეს 20 რიცხვისა.“.

15. 92-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს, რომელთა საერთო თანხა აღემატება 24 000 ლარს, ვალდებულია ამ მომენტის დადგომიდან არა უგვიანეს მეორე დღისა საგადასახადო ორგანოში წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებისათვის.“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩაითვალოს მე-3 ნაწილად;

გ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. პირი, რომლის მიერ მიწოდებისათვის განკუთვნილი ერთჯერადი ოპერაციის შედეგად შეძენილი ან/და იმპორტირებული საქონლის ღირებულება აღემატება 24 000 ლარს, ვალდებულია მიწოდების განხორციელებამდე საგადასახადო ორგანოში წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებისათვის.“.

16. 93-ე მუხლს სიტყვების „გატარდეს რეგისტრაციაში,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მაგრამ ახორციელებს დასაბეგრ ოპერაციას“.

17. 94-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეგისტრაცია ძალაში შედის:

ა. 92-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სავალდებულო რეგისტრაციის შემთხვევაში – რეგისტრაციისათვის მიმართვის ვალდებულების წარმოშობის საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

ბ. 92-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სავალდებულო რეგისტრაციის შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენის დღიდან;

გ. პირის ნებაყოფლობითი რეგისტრაციის შემთხვევაში – რეგისტრაციისათვის მიმართვის პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“.

18. 95-ე მუხლის მე-2 ნაწილში რიცხვი „3000“ შეიცვალოს რიცხვით „24 000“.

19. 97-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ნაწილის“.

20. 99-ე მუხლის მე-3 ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ან პირიქით“.

21. 101-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 121110000, 121120000, 130110000, 130120000, 150420, 151530, 1520, 170211000 კოდების, 28-ე და 29-ე თავებში წარმოდგენილი სამკურნალო (ფარმაცევტული) ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე თავით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქციის, მათ შორის, ვაქცინების, 391212000, 391231000, 701010000, 701090470, 960200000 (ჟელატინის კაფსულები) კოდებში აღნიშნული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი.“;

ბ) „პ“ ქვეპუნქტში სიტყვები „საფინანსო-საბიუჯეტო“ შეიცვალოს სიტყვებით „გადასახადებისა და შემოსავლების“.

22. 114-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „გადახდილ უნდა იქნეს ან“ და „გადასახდელი ან“;

ბ) მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „გადასახდელი ან“;

გ) მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:

„გ. ამ მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, იმ საქონელზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე) გადახდილ დღგ-ზე, რომელიც გამოიყენება ამ კარის შესაბამისად გათავისუფლებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საწარმოებლად;

დ. იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც არ იძლევა საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას.“;

დ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ დღგ-ის გადამხდელს აქვს დასაბეგრი და ამ კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად დღგ-ისაგან გათავისუფლებული ოპერაციები, მაშინ დღგ-ის ჩასათვლელი თანხა განისაზღვრება მხოლოდ დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი გამიჯვნა, ჩასათვლელი თანხა განისაზღვრება საერთო ბრუნვის თანხაში დასაბეგრი ბრუნვის ხვედრითი წონის მიხედვით. ეს ნაწილი გამოიყენება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესრულების შემდეგ.“.

23. 115-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, რომელიც აწარმოებს დასაბეგრ ოპერაციას, ვალდებულია გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი გადასახადების გადამხდელად რეგისტრირებულ პირს – საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიმღებს, ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით. ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება ოთხ ეგზემპლარად, რომლის პირველი და მესამე პირები წარედგინება მყიდველს, ხოლო მეორე და მეოთხე პირები რჩება გამყიდველს. ამასთან, ანგარიშ-ფაქტურის მეოთხე პირს გამყიდველი წარუდგენს საგადასახადო ორგანოებს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად, ხოლო მესამე პირს მყიდველი წარუდგენს საგადასახადო ორგანოებს თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით საგადასახადო ჩათვლის მისაღებად. იმ პირს, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, არა აქვს ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის უფლება.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებისთანავე და მისცეს მყიდველს მიწოდებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა. ამასთან, საქონლის მიწოდებისას, ყველა შემთხვევაში, გამოწერილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის სასაქონლო ზედნადები ამ კოდექსის 68-ე მუხლის მიხედვით.“;

გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაუშვებელია საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიმწოდებლის მიერ რეკვიზიტების შეცდომით, არასწორად შევსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა მყიდველისათვის. ასეთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად წარედგინება საგადასახადო ორგანოს მისი გაუქმების მიზნით.“;

დ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები:

„5. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს უფლება აქვს ცალკეულ საქონელზე შემოიღოს განსხვავებული ფორმის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მისი აღრიცხვისა და გამოყენების წესი.

6. დღგ-ის გადამხდელი ვალდებულია აწარმოოს დასაბეგრი ბრუნვებისა და შეძენილ საქონელზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“.

24. 121-ე მუხლის მე-2 ნაწილის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები „აგრეთვე ანგარიშ-ფაქტურის გამოუწერლობის შემთხვევაში –“ შეიცვალოს სიტყვებით „ანგარიშ-ფაქტურის გამოუწერლობის ან მისი არასწორად (არასრულყოფილად) შევსების შემთხვევაში, რაც არ იძლევა მყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სხვადასხვა ეგზემპლარში დღგ-ის განსხვავებული თანხის არსებობისას ანგარიშ-ფაქტურის იმ ეგზემპლარის მიხედვით კუთვნილი დღგ-ის 100 პროცენტს, რომელშიც დღგ-ის თანხა მეტია ნაჩვენები.“.

25. 134-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „წარმოება“ და ბოლო წინადადება.

26. 137-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

27. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1371 მუხლი:

    „მუხლი 1371. საგადასახადო შეღავათები გადასახადით არ იბეგრება:

ა. ბავშვობიდან ინვალიდების, აგრეთვე I და II ჯგუფის ინვალიდების ქონება;

ბ. მაღალმთიანი რეგიონის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირის ამ ტერიტორიაზე არსებული ქონება.“.

28. 141-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „აქტივები“ შეიცვალოს სიტყვით „ქონება“.

29. 143-ე მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტში სიტყვა „სამეწარმეო“ შეიცვალოს სიტყვით „ეკონომიკური“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ. მაღალმთიანი რეგიონის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების ამ ტერიტორიაზე არსებული ქონება.“.

30. 150-ე მუხლის ცხრილებში სიტყვები „ჰა/ლარი“ შეიცვალოს სიტყვებით „ლარი/ჰა“.

31. 165-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაბეგვრის ობიექტად არ ითვლება საქართველოში არსებული უძრავი ქონების იპოთეკა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებით და­ტვირთვა.“.

32. 179-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 179. დაბეგვრის ობიექტი

დაბეგვრის ობიექტია ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განსაზღვრულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8702–8705 კოდებით.“.

33. 181-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 181. გადასახადის განაკვეთები

1. გადასახადის განაკვეთები დიფერენცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ძრავის მოცულობისა და გამოშვების წლის მიხედვით:

 

ავტოსატრანსპორტო

საშუალებების სახეობები

ავტომოტოტრანსპორტის

ხნოვანება

ძრავის მოცულობის

1 სმ3-ზე განკუთვნილი

გადასახადის ოდენობა

(ლარებში)

1

მსუბუქი ავტომობილი

2 წლამდე

0.25

2-დან 5 წლამდე

0.22

5-დან 10 წლამდე

0.18

10-დან 15 წლამდე

0.15

15 წელზე ზევით

0.12

2

სატვირთო ავტომანქანა და ავტობუსი

5 წლამდე

0.25

5-დან 10 წლამდე

0.21

10-დან 15 წლამდე

0.17

15 წელზე ზევით

0.13

3

მოტოციკლეტი

5 წლამდე

0.2

5-დან 10 წლამდე

0.16

10 წელზე ზევით

0.12

 

2. თუ სატრანსპორტო საშუალების გამოშვების წელი დაუდგენელია, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემისათვის გადასახადი დაწესებულია 5-დან 10 წლამდე ხნოვანების ავტომოტოტრანსპორტისათვის განკუთვნილი ოდენობით.“.

34. 182-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

35. 185-ე მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „მეწარმე ფიზიკური პირები“ შეიცვალოს სიტყვებით „ფიზიკური პირები – მეწარმეები“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტს სიტყვის „ეწევიან“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სამეწარმეო“;

გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე. ფიზიკური პირები, რომლებიც დამოუკიდებლად ეწევიან არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში „მეწარმეთა შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.“.

36. 186-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „და „ე“ ქვეპუნქტებში“ შეიცვალოს სიტყვით „ქვეპუნქტში“, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. ამ კოდექსის 185-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული გადამხდელებისათვის დაბეგვრის ობიექტია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი.“.

37. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „ამასთან, ამ კოდექსის 185-ე მუხლის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდში თითოეულ ფიზიკურ პირზე თვეში არანაკლებ 16 ლარისა.“.

38. 195-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვების „15 რიცხვამდე.“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ტყის ფონდის ზეზეული ხეების მერქნული რესურსებით, მცენარეული რესურსებით, მათი ცხოველმოქმედი პროდუქტებით, ნაწილებითა და დერივატებით, მათ შორის, სოჭის გირჩებით სარგებლობისათვის გადასახადები გადაიხდება არა უგვიანეს ტყიდან მათი ტრანსპორტირებისა.“.

39. 210-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ.“ ქვექვეპუნქტში რიცხვი „2 000“ შეიცვალოს რიცხვით „10 000“.

40. 213-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რეკლამის გადასახადს იხდიან რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახდენენ თავიანთი საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) რეკლამირებას ან/და ეკონომიკური საქმიანობის მიზნით იძენენ სარეკლამო მომსახურებას.“.

41. 218-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს მე-2 და მე-3 წინადადებები.

42. 219-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იურიდიული პირები, აგრეთვე ამ კოდექსის 26-ე მუხლითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან მიმართონ საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომრის მისაღებად რეგისტრაციიდან ან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებიდან 10 დღის ვადაში.“.

43. 221-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ. სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს, გარდა საგადასახადო ორგანოებისა, არ წარუდგინოს დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია დასაბეგრი ობიექტების განსაზღვრასთან, გადასახადების გამოანგარიშებასთან და გადახდასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება გადაცემულია სხვა ორგანოებისათვის.“.

44. 223-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილში სიტყვა „ურთიერთდაკავშირებულ“ შეიცვალოს სიტყვით „ურთიერთდამოკიდებულ“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამეურნეო ოპერაციის დამთავრებიდან არა უგვიანეს მესამე დღისა საბუღალტრო დოკუმენტებში აღურიცხავი ან/და მკაცრი აღრიცხვის სასაქონლო ზედნადების გარეშე (ხოლო იმპორტის დროს საბაჟო დეკლარაციის გარეშე) არსებული მატერიალური ფასეულობებისა და საქონლის გამოვლენის შემთხვევაში, გადამხდელს გადახდება აღურიცხავი ან/და მკაცრი აღრიცხვის სასაქონლო ზედნადების გარეშე (ხოლო იმპორტის დროს საბაჟო დეკლარაციის გარეშე) არსებული მატერიალური ფასეულობებისა და საქონლის ღირებულება საბაზრო ფასებით (დღგ-ის გარეშე, ხოლო აქციზის გადამხდელთათვის – აქციზის გარეშე). მატერიალური ფასეულობებისა და საქონლის დანაკლისი განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებულ მიწოდებად საბაზრო ფასებით და გადასახადებით დაიბეგრება ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.“;

გ) მე-5 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მარეგისტრირებელ ორგანოებში რეგისტრაციის და/ან“ და მე-5 ნაწილი ჩაითვალოს მე-6 ნაწილად;

დ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. ეკონომიკური საქმიანობისათვის შეძენილი ან მიწოდებული მატერიალური ფასეულობების ან საქონლის მკაცრი აღრიცხვის სასაქონლო ზედნადების გარეშე (ხოლო იმპორტის დროს საბაჟო დეკლარაციის გარეშე) ტრანსპორტირებისას (გადაზიდვისას) გადასახადის გადამხდელს ჯარიმის სახით გადახდება მკაცრი აღრიცხვის სასაქონლო ზედნადების გარეშე (ხოლო იმპორტის დროს საბაჟო დეკლარაციის გარეშე) არსებული მატერიალური ფასეულობებისა და საქონლის ღირებულება საბაზრო ფასებით (დღგ-ის გარეშე, ხოლო აქციზის გადამხდელთათვის – აქციზის გარეშე). ამასთან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ორგანოებს უფლება აქვთ ჯარიმის თანხის გადახდამდე მოახდინონ ასეთი წესით ტრანსპორტირებული (გადაზიდული) მატერიალური ფასეულობების ან საქონლის დაყადაღება.“.

45. 244-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილს სიტყვის „რეგისტრაციამდე“ შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:

„და გამოიყენება ამ უფლებათა მიმართ სახელმწიფოს მიერ გირავნობის უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. საგადასახადო ორგანოები წარადგენენ საჯარო რეესტრში გირავნობის უფლების შესახებ შეტყობინებას რეგისტრაციაში გატარების მიზნით, რის შესახებაც წერილობით უნდა შეატყობინონ გადამხდელს სულ ცოტა 30 დღით ადრე“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ გირავნობის უფლება შეცდომითაა რეგისტრირებული, გადასახადის გადამხდელს შეუძლია გირავნობის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე მიმართოს საგადასახადო ორგანოს. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ უნდა გაუუქმოს გადასახადის გადამხდელს გირავნობის უფლების რეგისტრაცია.“;

გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დავალიანების, მათ შორის, ჯარიმების, საურავებისა და სხვა ვალდებულებების დაფარვისას საგადასახადო ორგანო გირავნობის რეგისტრაციას აუქმებს.“

46. 250-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 250. გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული დავალიანებების ჩამოწერა

1. გადასახადებით, ჯარიმებითა და საურავებით ვადაგადაცილებული დავალიანებები ჩამოიწერება, თუ:

ა. ვადაგადაცილებული დავალიანება აღიარებულია უიმედო ვალად;

ბ. საგადასახადო ვალდებულებები შეწყვეტილია ამ კოდექსის 33-ე მუხლის ან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების საფუძველზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული დავალიანება ჩამოიწერება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის კომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანებით.

3. თუ პირი, რომელსაც ჩამოეწერა უიმედო ვალი, აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას ან/და დადგინდა, რომ მას გააჩნია ქონება, მაშინ ამ პირის მიმართ განახლდება ადრე ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების მოქმედება, საურავის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება.“.

47. 252-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „0,2 პროცენტი“ შეიცვალოს სიტყვებით „0,15 პროცენტი“, ხოლო სიტყვები „ახდენს სხვა მიზნებზე თანხების მიმართვას, ან“ ამოღებულ იქნეს.

48. 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები „(გარდა 64-ე მუხლისა)“ შეიცვალოს სიტყვებით „(გარდა 61-ე (რომლის მოქმედება ვრცელ­დება 1998 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე) და 64-ე მუხლებისა)“.

49. 273-ე მუხლის:

ა) 37-ე ნაწილს სიტყვების „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „1371 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი,“;

ბ) 38-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 39-ე ნაწილი:

„39. ლტოლვილთა და დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ადგილებში, მათი მომსახურებით დაკავებული საწარმოებისათვის, საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში 2002 წლის 1 იანვრამდე საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების მოცულობა განისაზღვროს ფაქტობრივად ანაზღაურებული ღირებულების მიხედვით.“

II. ამ კანონის 37-ე პუნქტი არ გავრცელდეს საბიუჯეტო ორგანიზაციებზე 2001 წლის 1 იანვრამდე, ხოლო მე-10, 23-ე, 24-ე და 44-ე პუნქტები ამოქმედდეს 2000 წლის 1 სექტემბრიდან.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                       ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 13 ივლისი.

470რს