„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 180
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.030.016060
  • Word
180
03/08/2012
ვებგვერდი, 07/08/2012
040030000.22.030.016060
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს

იუსტიციის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №180-№137

2012 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივ ბრძანებაში (სსმ III, 15.10.2010წ., №133, მუხ. 1923) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის მე-9 პუნქტის, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის 21 პუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილების და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად,“.

3. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების,

საკონსულო დაწესებულებების და საქართველოს ინტერესთა სექციის (შემდგომში – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება) საკონსულო თანამდებობის პირები საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ ახორციელებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) კომპეტენციაში შემავალ ზოგიერთ ფუნქციას.“;

გ) მე-3 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ოდენობით.“;

გ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დიპლომატიური წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების მიერ მომსახურების საფასურის უკან დაბრუნება ხდება მხოლოდ მის დაქვემდებარებაში მყოფი საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეულ/გასაწევ მომსახურებაზე „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების მიერ მომსახურების საფასურის უკან დაბრუნება ხდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების ანგარიშზე აკუმულირებული თანხიდან.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ვაშაკიძე

ზ. ადეიშვილი