„ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის #10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის #10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი
მიღების თარიღი 07/08/2012
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მერის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260030.52.101.016063
  • Word
21
07/08/2012
ვებგვერდი, 09/08/2012
010260030.52.101.016063
„ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის #10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი

ქალაქ თბილისის მერი

ბრძანება21

2012 წლი 7 აგვისტო

ქ. თბილისი

ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის 10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის და საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №10 ბრძანებით (გაზეთი „ 24 საათი“, №291 29.12.2006წ.) დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებ:

ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1“) ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების შესწავლა და დადგენა“;

ბ) მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

ვ) შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულების დადგენის განყოფილება;

) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

6. შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულების დადგენის განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულების დადგენა და დაზუსტება;

ბ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენის და დაზუსტების მიზნით შიდა ან/და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების კვლევა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის შესწავლა;

გ) სამსახურში შემოსული შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულების დადგენასა და დაზუსტებასთან დაკავშირებული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და მიღებული გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება“.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

. უგულავა