2012 წლის გამოშვების 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

2012 წლის გამოშვების 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 09/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016014
5
09/08/2012
ვებგვერდი, 09/08/2012
220090000.11.004.016014
2012 წლის გამოშვების 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №5

2012 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

 

2012 წლის გამოშვების 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ და „ი” ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო   ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
2012 წლის 20 აგვისტოდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2012 წლის გამოშვების 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც კანონიერი საგადამხდელო საშუალება 2008 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების იდენტური დიზანისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით „2012“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის ხელმოწერებით.  
მუხლი 2
2012 წლის გამოშვების 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად. 
მუხლი 3
საქართველოს ტერიტორიაზე 2012 წლის გამოშვების 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 20 აგვისტოდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე