„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 03/08/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 370060000.35.132.016135
  • Word
45
03/08/2012
ვებგვერდი, 07/08/2012
370060000.35.132.016135
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი

თვითმმართველი ქალაქისბათუმის საკრებულოს

დადგენილება №45

2012 წლის 3 აგვისტო

. ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1. „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში (სსმ, 30.05.2011) შევიდეს  შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე მუხლი:

    „მუხლი 2. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ლარატიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა

გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ზონაში მდებარე შენობა-ნაგებობებისა, ლატარიის, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან/და ბინგოს მოწყობა დასაშვებია თვითმმართველ ქ. ბათუმის                მთელს ტერიტორიაზე მდებარე სამორინეებში, ხოლო შენობა-ნაგებობათა მრავალფუნქციურობის შემთხვევაში მხოლოდ უშუალოდ სამორინისათვის განკუთვნილ ფართში.“.

ბ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც აკრძალულია ლატარიის, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან/და ბინგოს მოწყობა

აკრძალულია ლატარიის, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან/და ბინგოს მოწყობა შენობა-ნაგებობაში, თუ ისინი არ მდებარეობენ წინამდებარე დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ზონაში ან წინამდებარე დადგენილების მეორე მუხლით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შენობა-ნაგებობებში.“.

მუხლი 2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.:                       ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

მუხლი 3. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            გ. კირთაძე