დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ეკრანი-ლილო“-ს აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „ეკრანი-ლილო“-ს ხმის უფლების მქონე აქციათა 99,7338 პროცენტის მესაკუთრე შპს „ასადოვ ფრუტი“ |
| მიღების თარიღი | 06/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „ეკრანი-ლილოს ” (208157689) აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
სს„ეკრანი-ლილო ს” (ს/კ 208157689) ხმის უფლების მქონე აქციათა 99,7338 პროცენტის მესაკუთრე შპს „ასადოვ ფრუტი ” (ს/კ 205225576 ) აცხადებს, რომ მას, სს „ეკრანი-ლილო ს” აქციათა 100 პროცენტის შეძენის მიზნით, განზრახული აქვს ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის უფლებით და დანარჩენი აქციონერებისაგან გამოისყიდოს მათ საკუთრებაში არსებული სს „ეკრანი-ლილოს ” აქციები. აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს „ასადოვ ფრუტი ” წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში) „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად განცხადებით მიმართავს სასამართლოს.
სს „ეკრანი-ლილოს ” აქციათა სავალდებულო გამოსყიდვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლიან ფასად.
სს „ეკრანი-ლილოს ” აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ შპს „ასადოვ ფრუტი ” ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან, სს „ეკრანი-ლილოს ” აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, რის შესახებაც კანონით გათვალისწინებული წესით ეცნობათ სს „ეკრანი-ლილოს ” დარჩენილ აქციონერებს, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მათ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილი აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.
სს „ეკრანი-ლილოს ” აქციათა გამოსყიდვის მიზეზს წარმოადგენს სს „ეკრანი-ლილოს ” მართვის ეფექტურად განხორციელება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შპს „ასადოვ ფრუტი ს” წარმომადგენლებს:
1. ალექსანდრე ცელოვალნიკოვი, საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ნუცუბიძის ქ. №133, ტელეფონი: +995 32 232 08 04
2. ვლადიმერ ხრიკაძე , მისამართზე: თბილისი, საქართველო, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონი, ყაზბეგის გამზ., №42 ტელეფონი: +995 32 254 58 45 (153)
თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ყოველდღე, დასვენების და უქმე დღეების გარდა, 12.00 საათიდან 17.00 საათამდე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები