„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 138
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 06/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016348
  • Word
138
06/08/2012
ვებგვერდი, 06/08/2012
010130000.22.027.016348
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №138

2012 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 27.07.2011წ., 010130000.22.027.016165) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 41 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი, სამგზავრო პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი , გადაცილებულია 14 წლის ასაკს, შეამოწმონ და დაადგინონ ხომ არ იძებნება პირი სამართალდამცავი ორგანოების მიერ. სააგენტოს ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე დაშვებასთან ან/და ინფორმაციის გადამოწმებასთან დაკავშირებით შეფერხების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისას იხელმძღვანელოს შეფერხებამდე არსებული მონაცემებით/ინფორმაციით (ასეთი მონაცემების/ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში), ხოლო ასეთი მონაცემების/ინფორმაციის არარსებობის ან მისი გადამოწმების შეუძლებლობისას – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის გადამოწმების გარეშე.“.

2. 41 -ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თუ პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის გადამოწმების გარეშე, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია შეფერხების აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში გადაამოწმოს, პირი, რომელზეც გაიცა დოკუმენტი, ხომ არ იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ. თუ აღმოჩნდა, რომ პირი იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია დოკუმენტის გაცემის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.“.

მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი