დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 324 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310080000.10.003.016997 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №324
2012 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობისათვის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 652 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
მუხლი 1. ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს უფლება აქვთ, განახორციელონ როგორც ადგილობრივი, ისე სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტები სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ და უფლებამოსილ უწყებებთან კოორდინაციით, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოსთან ან სხვა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთან ერთად მათ განხორციელებაში.
მუხლი 2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია განახორციელოს როგორც საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, შეკეთებისა და მოვლა-შენახვის სამუშაოები , რომელთაც სახელმწიფო მნიშვნელობა აქვთ.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები