სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალი“-ს აქციონერთა მორიგი კრების შესახებ

  • Word
სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალი“-ს აქციონერთა მორიგი კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალი“
მიღების თარიღი 02/08/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
85
02/08/2012
ვებგვერდი, 06/08/2012
სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალი“-ს აქციონერთა მორიგი კრების შესახებ
სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალი“

განცხადება

სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის”  აქციონერთა მორიგ საერთო კრებ ის მოწვევის შესახებ

 

სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის” სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2012 წლის 23 აგვისტოს, დღის 17 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის №67.

 სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის” სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012 წლის 1 აგვისტო.

 

დღის წესრიგი:

1. 2011 წლის სამეურნეო-საფინანსო ანგარიშის განხილვა-დამტკიცება;

2. წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება;

3. სხვადასხვა.

 

  დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის” დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.

    კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:

  – ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2012 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით.         

  აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის” რეგისტრატორთან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 222-53-51, 225-15-60. 

სს ,,ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის” დირექტორი      შ. ქორთუა