„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 316
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016434
  • Word
316
06/08/2012
ვებგვერდი, 08/08/2012
200090000.22.033.016434
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №316

2012 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლს მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბრძანებ :

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 98-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატითვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობისთვის და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინის მაგიდების, კლუბის მაგიდების, სათამაშო აპარატების დადგმაზე, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის ან/და სალაროების მოწყობაზე.“.

2. 99-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. განაცხადში მიეთითება მოქმედი სამორინის მაგიდების, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროს რაოდენობა ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოსაწყობი თამაშობა. განაცხადს უნდა დაერთოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი ნებართვას იღებს საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ხოლო მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გაცემის მოთხოვნის შესახებ განცხადების შემოტანიდან დარჩენილი დღეების პროპორციულად.“.

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

 „7. თუ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში ახორციელებს ობიექტის ადგილმდებარეობის ცვლილებას იმ ტერიტორიაზე, სადაც დადგენილია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განსხვავებული (მეტი) განაკვეთი, ობიექტის ადგილმდებარეობის ცვლილებიდან 5 სამუშაო დღეში გადაიხდება მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობა.“.

3. 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) მე-2 სვეტში მიეთითება წამახალისებელი გათამაშების დასახელება. იმ შემთხვევაში, თუ მოსაკრებლის გადამხდელი ერთდროულად უკეთებს ორგანიზებას რამდენიმე გათამაშებას, დეკლარაციაში თითოეული წამახალისებელი გათამაშება აისახება ცალკე სტრიქონზე.

ბ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მე-7 სვეტში მიეთითება თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთი (%-ებში);

ზ) მე-8 სვეტში აისახება მოსაკრებლის თანხა ლარებში. იგი განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის (თანხის) გამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე (სვ.5Xსვ.7). ამასთან, ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულების (თანხის) გამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე (სვ.5+სვ.6)Xსვ.7.“.

მუხლი 2

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. გვინდაძე