„მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 673
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 06/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 300380000.08.002.016595
  • Word
673
06/08/2012
ვებგვერდი, 06/08/2012
300380000.08.002.016595
„მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №673

2012 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

„მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის 963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის 963 ბრძანებულებაში (სსმ III, 2009 წ., №158, მუხ. 1898) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების“ მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის პირველი აბზაცი და „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9 . მაგისტრალური მილსადენების და მათი მონაკვეთებისათვის ამ წესის №4 დანართით განსაზღვრული მაგისტრალური მილსადენების დაცვის III ზონის გავრცელების მანძილის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ოპერატორის გადაწყვეტილებით, მილსადენის ფაქტობრივი მდგომარეობის და ექსპლუატაციის პირობების შეცვლის ან მესამე მხარის დაინტერესების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენის საფუძველზე:

ა) მაგისტრალური გაზსადენის ან მისი მონაკვეთისათვის (გარდა ამ წესის №4 დანართის მე-5, მე-7 და მე-11 პოზიციებისა და III კლასის მაგისტრალური გაზსადენის ან მისი მონაკვეთისა):

ა.ა) კატეგორიისა და/ან კლასის შეცვლის გზით შესაბამისი სტანდარტებით და ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული წესის მიხედვით;

ა.ბ) სპეციალური ტექნიკური პირობების მიხედვით, როგორც ახალი, ასევე ექსპლუატაციაში მყოფი გაზსადენების დაპრექტებითა და მშენებლობით, მათ შორის მუშაობის k კოეფიციენტის სიდიდის 0.4-მდე შემცირებით;

ა.გ) შემდეგი ფორმულის გამოყენებით:

Lmin=Lo-T(Pmax-P)

სადაც:

Lo

-

ამ წესის 4 დანართში მითითებული მანძლი (მ);

 

Lmin

-

ამ წესის 4 დანართში მითითებული მანძილის შემცირებული მონაცემი (მ);

 

P

-

პროექტით განსაზღვრული ნომინალური (მუშა) წნევა (მგპა);

 

Pmax

 

-

რეგლამენტით განსაზღვრული მაქსიმალური წნევა; 10 მგპა  I კლასისათვის და 2.5 მგპა II კლასისათვის;

 

T

-

კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს მაგისტრალური მილსადენის ექსპლუატაციის პირობების გავლენას დაცვის ზონის სიდიდეზე (მ/მგპა). T კოეფიციენტის რიცხობრივი მნიშვნელობები მოცემულია ცხრილში:

 

მილსადენის პირობითი დიამეტრი, მმ

900 და მეტი

700-800

400-600

300 და ნაკლები

T (I კლასი)

9.1

6.3

4.5

2.8

T (II კლასი)

9.1

2.8.“.

2.    ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი