„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 05/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016099
  • Word
26
31/07/2012
ვებგვერდი, 06/08/2012
010250020.35.110.016099
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 26

2012 წლის 31 ივ ისი

ქ. აბაშა

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის 23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

მუხლი 1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის 23 დადგენილებაში (სსმ 02/07/2012 სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016096) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა. დადგენილების სათაური (და შესაბამისად შემდგომი ტექსტი) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“.

ბ. ამოღებულ იქნ ს დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი.

გ. შეიცვალოს დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ შექმნილ კომისიაში უნდა შედიოდეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და გამგეობის წარმომადგენელი.

დ. შეიცვალოს დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისია ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი ქონების ჩამოწერის აუცილებლობაზე დასაბუთებულ დასკვნას ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც თავის მხრივ წარმოდგენილ დოკუმენტაციას გადაუგზავნის თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

ე. შეიცვალოს დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ძირითადი აქტივები ჩამოწერილად ჩაითვლება საინვეტარიზაციო კომისიის დასკვნის შესაბამისად დაწესებულების ხელმძღვანელის ან/და ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის საფუძველზე “.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე          . თოფურია