დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2012 წლის 6 ივლისის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი |
| მიღების თარიღი | 02/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მერის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080150.52.101.016062 |
ქალაქ თბილისის მერის
ბრძანება №20
2012 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
„ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2012 წლის 6 ივლისის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე , ვბრძანებ:
„ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2012 წლის 6 ივლისის №16 ბრძანებაში ( ვებგვერდი, 11/07/2012 სარეგისტრაციო კოდი 020080150.52.101.016058) (შემდგომში – ბრძანება) შევიდეს ცვლილება:
ა) ბრძანების პრეამბულა და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 221-ე მუხლის, 239-ე მუხლის მე-14 და 44-ე ნაწილების, 240-ე და 266-ე მუხლების, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის” კოდექსის 25-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლისა და 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 553, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591, 1735 მუხლებითა და საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნაწილში საარჩევნო პლაკატების უკანონოდ ჩამოხსნის , ჩამოხევის , დაფარვის ან დაზიანების დარღვევებზე „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის’’ ფორმა (დანართი 1). აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენის უფლება აქვთ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეებს.“;
ბ) ბრძანებით დამტკიცებული „ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი“ ( დანართი 1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„დანართი 1
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
№
––––––– ––––––––––––––– 20 წ. –––––––––––––––––––––––
ოქმის შედგენის თარიღი ოქმის შედგენის ადგილი
1. მე, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე და 240-ე
მუხლების შესაბამისად, შევადგინე აღნიშნული ოქმი იმის თაობაზე, რომ
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართალდამრღვევი სუბიექტის სრული დასახელება (დამკვეთი, შემსრულებელი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართალდამრღვევი სუბიექტის იურიდიული მისამართი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართალდარღვევის შინაარსი:

რაც გათვალისწინებულია ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მიეთითოს კანონის შესაბამისი მუხლი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამარ თალდამრღვევი პირის,
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თანამდებობა, სახელი, გვარი
ახსნა-განმარტება:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმი ნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები:
მე, –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი
გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს:
„ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედაენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე, ”
რასაც ვადასტურებ ხელმოწერით –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. ყოველივე ზემოთ აღნიშნულზე შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ
ხელმოწერებით: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-
ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა
ოქმს გავეცანით :
ა) მოწმე/ ები (არსებობის შემთხვევაში) :
–––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის მოწმობის №, ხელმოწერა
–––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის მოწმობის №, ხელმოწერა
ბ) დაზარალებული/ ები :

5. ოქმის ასლი ჩავაბარე:
–––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართალდამრღვევის სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის მოწმობის №, ხელმოწერა
შენიშვნა: ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს, სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს თავის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამკვეთი: ქ. თბილისის მერიი ს ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
შემსრულებელი:
სფს-ს რეგისტრაციის №“;
გ) ბრძანებით დამტკიცებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ (დანართი 2) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 553, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, ასევე საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნაწილში საარჩევნო პლაკატების უკანონოდ ჩამოხსნის , ჩამოხევის , დაფარვის ან დაზიანების სამართალ დარღვევებზე.“ ;
დ) ბრძანებით დამტკიცებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს“ (დანართი 2) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:
„მუხლი 6
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის ” მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნაწილში საარჩევნო პლაკატების უკანონოდ ჩამოხსნის , ჩამოხევის , დაფარვის ან დაზიანების დარღვევებზე (შედგენილ ოქმებზე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, 15 დღის ვადაში, განიხილავს სასამართლო.“.
2 . ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები