„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1563 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1563 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/1612
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 03/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016201
  • Word
1-1/1612
03/08/2012
ვებგვერდი, 03/08/2012
040030000.22.024.016201
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1563 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1612

2012 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1563 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1563 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2010 წ., №125, მუხ. 1818) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ :

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის დ”- ,,ვ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ზ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დარგობრივი ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის სამმართველო”.

3. მე-6 მუხლის 5-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„8. დარგობრივი ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის სამმართველო უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, სათბობ-ენერგეტიკის, ჯანმრთელობის, განათლების, კულტურის და სპორტის სფეროში არსებულ საწარმოებში (შპს, სს) შემდეგი ფუნქციების განხორციელებას:

ა) წილებისა და აქციების მართვა;

ბ) კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოთა (წილების, აქციების, ქონების) საპრივატიზაციოდ მომზადება სამინისტროსათვის გადასაცემად;

გ) სამინისტროდან შემოსული წინადადებების განხილვა საწარმოს აქციების (წილის) მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება;

დ) სამინისტროდან შემოსული წინადადებების განხილვა საწარმოს (აქციების, წილების) მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება;

ე) საწარმოების მიერ ფილიალების დაფუძნება-ლიკვიდაციის თაობაზე შემოსული წინადადებების განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება;

ვ) საწარმოების მიერ აქციებისა და წილების (პაის) შესყიდვის, საწარმოთა წილობრივი მონაწილეობით კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის თაობაზე შემოსული წინადადებების განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება;

ზ) საწარმოებში ინვესტიციების დაბანდების საკითხის განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება;

თ) მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული წესების შესაბამისად საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის, გაყიდვის, სარგებლობის უფლებით გადაცემისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმებით განკარგვის საკითხების განხილვა;

ი) საწარმოებში სახელმწიფო წარმომადგენლების (სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორი) კანდიდატურების დანიშვნის ან არჩევის შესახებ წინადადებების განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება;

კ) საწარმოებიდან ინფორმაციისა და ანგარიშის მიღება გაწეული საქმიანობის შესახებ, მათი განხილვა და საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს ხელმძღვანელობასთან საწარმოს ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება;

ლ) საწარმოების ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა და აღნიშნული საკითხის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის სამმართველოსათვის გადაცემა;

მ) წინადადებების მომზადება საწარმოთა ბიზნეს-გეგმის დამტკიცებისა და კორექტირების თაობაზე;

ნ) წინადადებების მომზადება საწარმოებში წლიური შედეგების შეფასების მიზნით აუდიტის დამტკიცების თაობაზე;

ო) მოქმედი კანონმდებლობისა და სააგენტოს დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, საწარმოს მიერ წარმოდგენილი დღის წესრიგიდან და დასმული საკითხიდან გამომდინარე, პარტნიორთა (აქციონერთა) კრებებზე დასწრება და სააგენტოს პოზიციის დაფიქსირება;

პ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის შემუშავება;

ჟ) საინფორმაციო-ანალიტიკური სექტორისათვის საწარმოებში განხორციელებeლი ნებისმიერი ცვლილების (საწარმოთა წილებისა და აქციების განკარგვა, კაპიტალის გაზრდა-შემცირება, ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, იურიდიული მისამართის შეცვლა, დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლება, დივიდენდების გადახდის გრაფიკის ცვლილება, ქონების ჩამოწერა-გაყიდვა, რეორგანიზაცია, გაკოტრება, რეაბილიტაცია და სხვ.) ამსახველი და აგრეთვე ფინანსური მაჩვენებლებისა და დივიდენდების ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება (სამსახურებრივი ბარათით) თანდართული დოკუმენტაციით, მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის მიზნით სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემიდან ან/და შესაბამისი დოკუმენტის გამოცემიდან/გაფორმებიდან არა უგვიანეს ორი სამუშაო დღის ვადაში;

რ) სააგენტოს მართვაში არსებული საწარმოების ფინანსური ანგარიშგებების გაანალიზება აუდიტორულ დასკვნებთან ერთად, ამ საწარმოთა მიმართ კონკრეტულ წინადადებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ს) საწარმოების ბიზნეს-გეგმის პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება;

ტ) ფაქტობრივად მიღებული მოგების განაწილების თაობაზე საწარმოებიდან შემოსული წინადადებების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში მათში კორექტივების შეტანა და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 14-15 სექტემბრის №589, №1-1/91 ერთობლივ ბრძანებით შექმნილ კომისიაზე განსახილველად;

უ) საწარმოთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დივიდენდების სახით თანხების ჩარიცხვის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;

ფ) საწარმოს მიერ დამტკიცებული ბიზნეს-გეგმის შესრულების მიმდინარეობაზე მონიტორინგი, საწარმოების ფინანსური ანგარიშების მიღება ექვს თვეში ერთხელ, მათი ანალიზი და ამის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში საწარმოებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ქ) საწარმოების ფინანსური ანგარიშგების აუდიტორული შემოწმების ჩატარების მიზნით აუდიტორული კომპანიის შერჩევის თაობაზე წინადადებების განხილვა და გადაწყვეტილების მომზადება;

ღ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში საწარმოების მიერ ბიუჯეტში გადასახდელი დივიდენდის სახით საპროგნოზო მაჩვენებლების პარამეტრების თაობაზე სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად;

ყ) საწარმოების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება ფინანსურ და სხვა საკითხებთან კონსულტაციების მიზნით;

შ) საწარმოების უზრუნველყოფა ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და ბიზნეს-გეგმის პროექტის შედგენის საკითხებთან დაკავშირებული მეთოდური ხასიათის დოკუმენტაციით;

ჩ) კომერციული ბანკებიდან საწარმოების მიერ სესხების აღებასთან დაკავშირებით შემოსული მოთხოვნების განხილვა და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის სათანადო ანალიზის საფუძველზე კონკრეტული წინადადებების წარდგენა;

ც) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოებიდან ბიუჯეტის მიმართ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ შემოსული წინადადებების განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე შესაბამისი წინადადების მომზადება;

ძ) ფინანსური ანალიზის საფუძველზე საწარმოთა ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხის, ხარჯების ოპტიმიზაციის და საწარმოების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების წარმოდგენა;

წ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საწარმოების პრივატიზების, რეორგანიზაციის, რეაბილიტაციის, ლიკვიდაციის, გაკოტრების შესახებ წინადადებების მომზადება;

ჭ) გაწეული საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ხ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შემოსულ კორესპონდენციაზე დროული რეაგირება.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია