დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.144.016092 |
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულების შესაბამისად, |
1.
დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების თანდართული გეგმა. |
2.
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა |
თავი I
ზოგადი მიმოხილვა |
| მუხლი 1 |
1.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა შემუშავებულია «ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულების შესაბამისად. |
2.
გეგმის მიზანია ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებისა და მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში კოორდინაციის უზრუნველყოფა. გეგმის თანახმად უნდა შემუშავდეს ამ სისტემაში ჩართული სუბიექტების საგანგებო სიტუაციებზე სამოქმედო გეგმები, რაც გააადვილებს ერთიან მართვას მუნიციპალიტეტის მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვას. |
მუხლი 2.
ქარელის მუნიციპალიტეტის დახასიათება და მოსალოდნელი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათი საფრთხეები |
1.
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი: ქალაქი ქარელი ფართობი 687,9 კვ.კმ, კლიმატი - ზომიერი; წყლის ძირითადი არტერიები - მდინარეები და მიწისქვეშა არტეზიული ჭები; ქალაქი 1, ტერიტორიული ორგანო – 18; დაბა – 1; სოფელი – 79 (გაერთიანებულია 18 ტერიტორიულ ორგანოში); მანძილი თბილისამდე - 100 კმ.; უახლოეს პორტამდე (ფოთი 275) ბათუმი - დაახლოებით 350 კმ; უახლოესი რკინიგზის სადგური - დ/აგარა და სოფელი ურბნისი; უახლოესი აეროპორტი თბილისი 110 კმ., ქუთაისი "კოპიტნარი" 115 კმ., ქალაქის მოსახლეობა 8353- , თემების და სოფლის მოსახლეობა - 45952 (დევნილთა ჩათვლით), მათ შორის: მამაკაცი 16343 - 45% ქალი 19975 - 55 %. ; მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა: ქართველები - 91 %, სომხები - 1.1 %, აზერბაიჯანელები - 2.5 %, ბერძნები - 0.2% რუსები - 0.3%, ოსები - 4.8%, სხვა - 0.1%. |
2.
სხვა - ტყის ფართობი: 23400 ჰა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების ფართობი: – 36407 ჰექტარი; ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია შემდეგი რისკები: მეწყერი, ქარიშხალი, წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა. |
3.
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს შემდეგი რისკის შემცველი ფაქტორები: ინდუსტრიული საწარმოები, ნავთობსადენის მაგისტრალი, ავტომაგისტრალი, რკინიგზა. ბენზინგასამართი სადგურები, ავტოგასამართი სადგური. |
თავი II
რეაგირების მართვა და საგანგებო დახმარების ფუნქციები |
| მუხლი 3 |
1.
რეაგირების მართვა ხორციელდება საგანგებო შტაბის მიერ დახმარების ფუნქციების გათვალისწინებით, ამ სფეროში არსებული და სხვა დამხმარე კანონმდებლობის მიხედვით. |
2.
წარმოქმნილ საგანგებო სიტუაციებზე პირველადი მორიაგირე რაზმები ვალდებულნი არიან მუდმივ კავშირზე იმყოფებოდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის სამორიგეოსთან, შესაძლო ძალთა მობილიზაციისა და ესკალაციის გართულების აცილების მიზნით. არსებული საკითხის ერთ სისტემაში მოქცევის მიზნით საჭიროა პირველადი მორეაგირე ძალების ერთიანი ეთერი (სიხშირე), და ერთიანი საგანგებო ზარი, საგანგებო ზარი, რომლითაც ისარგებლებს მოსახლეობა და ოპერატიულს გახდის პირველად რეაგირებას. |
3.
იმ შემთხვევაში თუ საჭიროა რამოდენიმე სხვადასხვა მორეაგირე ჯგუფის ჩართვა სალიკვიდაციო სამუშაოებში (მიუხედავად ავარიის ხასიათისა) დაუყოვნებლივ იკრიბება საგანგებო შტაბი. |
თავი III
საგანგებო შტაბი |
| მუხლი 4 |
1.
საგანგებო შტაბი, რომელიც იქმნება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე მართვის ცენტრს, რომელიც კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას. |
2.
შტაბის სამუშაო ორგანოს, ყოველდღიურ სამუშაოებს და მის იმპლემენტაციას ახორციელებს ქარელის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის სამსახური. |
3.
შტაბი იკრიბება მინიმუმ წელიწადში ორჯერ, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყოვნებლივ. დამატებით შეკრების აუცილებლობას განსაზღვრავს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან გამგებელი. |
4.
შტაბის შეკრების მიზანია: |
ა)
ქარელის მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს: სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების არსებული მდგომარეობა, მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების, პრევენციის, რეაგირების რაციონალური წინადადებები; |
ბ)
შეიმუშაოს სპეციალური პროგრამები მათი გადაჭრის მიზნით; |
გ)
უზრუნველყოს მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციებში უსაფრთხოება; |
დ)
საგანგებო სიტუაციების საკითხებში ფინანსური რეზერვების პრიორიტეტულობის გამოყოფის საკითხების განხილვა. |
5.
შტაბის წევრები კომპლექტდება რეაგირების გეგმის ფუნქციებიდან გამომდინარე, შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია დაამატოს წევრი თავისივე შეხედულებით. |
6.
შტაბის წევრების საქმიანობა არ ნაზღაურდება ბიუჯეტიდან. |
7.
საგანგებო შტაბი მოქმედებს რეაგირების გეგმის ფუნქციების მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მოსალოდნელ ან შექმნილ სიტუაციებზე, რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე დახმარების ჩარევამდე, ესე იგი მანამ სანამ რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე არსებულ საკითხებში ჩართვა იქნება საჭირო, შემდგომ მოქმედების მართვა რჩება იგივე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება და ხელმძღვანელობა ხორციელდება ეროვნული რეაგირების მიხედვით. |
8.
შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბს ხელმძღვანელობს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც გეგმის მიხედვით კოორდინაციას უწევს ადგილობრივ ძალებსა და საშუალებებს, კავშირზეა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ოპერატიულ მორიგესთან. |
თავი IV
საგანგებო დახმარების ფუნქციები |
| მუხლი 5 |
1.
საგანგებო სიტუაციების პრევენცია და ლიკვიდაციის ღონისძიებები ხორციელდება 10 ძირითადი ფუნქციის ამოქმედებით, თითოეული ფუნქციის კოორდინაციას ახდენს ძირითადი ორგანო დამხმარე ორგანოს მხარდაჭერით. |
2.
საგანგებო დახმარების ფუნქციები
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები