„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 27/07/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.132.016134
  • Word
44
27/07/2012
ვებგვერდი, 03/08/2012
210020010.35.132.016134
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №44

2012 წლის 27 ივლისი

ქალაქი ბათუმი

„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ”  თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

„ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა” №24, 14.02.2007წ., გვ. 8,9,10,15,16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა.ლ) მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს სამშენებლო ტერიტორიის (არხის) ერთ კვადრატულ მეტრზე 1(ერთი) ლარის ოდენობით.“;

ბ) დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის (რედაქციის) „ა.ა.მ“ ქვეპუნქტი:

„ა.ა.მ) მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის ერთ გრძივ მეტრზე 0,40 (ოროცი თეთრი) ლარის ოდენობით.“;

გ) დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) ქალაქ ბათუმის შუალედურ ზონაში მშენებლობისას 1 კვ.მ-ზე 0,9 (ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით (საანგარიშო ფართობი გამოითვლება ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა.“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით), ხოლო მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის ერთ გრძივ მეტრზე 0,30 (ოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით”;

დ) დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) ქალაქ ბათუმის პერიფერიულ ზონაში მშენებლობისას 1 კვ.მ-ზე 0,8 (ოთხმოცი თეთრი) ლარის ოდენობით (საანგარიშო ფართობი გამოითვლება ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა.“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით), ხოლო მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის ერთ გრძივ მეტრზე 0,20 (ოცი თეთრის) ლარის ოდენობით;”;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1 (ინსტრუქცია მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ) ჩამოყალიბდეს ახალი, თანდართული რედაქციით.

      მუხლი 2

 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                      გ. კირთაძე

 

 

 

 

 

დანართი 1

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის

გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ

ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. იგი განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის (მიღების) და მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.

    მუხლი 1. მოსაკრებლის განაკვეთი

მშენებლობის მოსაკრებლის განაკვეთი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება წინამდებარე დადგენილებით.

    მუხლი 2. მოსაკრებლის გაანგარიშების წესი

მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატულ მეტრებში) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე. გამონაკლისია მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობები, რომელზედაც მოსაკრებლის ოდენობა გამოიანგარიშება ხაზობრივი ნაგებობის გრძივი მეტრების მიხედვით. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის ნებართვაზე ამ დადგენილებით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა მოიცავს როგორც ხაზობრივი ნაგებობის, ისე ხაზობრივი ნაგებობის მიწის ზედაპირიდან დამჭერი ბოძების ან/და კონსტრუქციების განთავსების მოსაკრებელსაც და ხაზობრივი ნაგებობის მიწის ზედაპირიდან დამჭერი ბოძების ან/და კონსტრუქციების განთავსებაზე ცალკე მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

    მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება

მოსაკრებლისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ობიექტთა აღდგენითი სამუშაოები.

    მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდაზე კონტროლი

მოსაკრებლის თანხების ბიუჯეტში სწორად და დროულად გადახდაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური.

    მუხლი 5. სხვა დებულებანი

ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკრებულოს დადგენილებით.