დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 441 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 17/07/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.190.000.05.001.000.802 |
საქართველოს კანონი
„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი – ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის სფეროში.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 29 ივნისი.
№441–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები