„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/08/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016072
  • Word
23
01/08/2012
ვებგვერდი, 02/08/2012
010260020.35.106.016072
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2012 წლის 1 აგვისტო

ქ. ხობი

„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №31 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 110307109, 21.03.2011 წ. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016024) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, წინამდებარე დებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.‘‘;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით,   პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ და „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი ზომების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დადგენილების გამოცემა;“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

1) უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ X თავით  გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში;‘‘;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი წინასაარჩევნო აგიტაციის, წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების (მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო, სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებები) გავრცელებაზე, პოლიტიკური, წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე, სხვა წინასაარჩევნო საქმიანობებთან დაკავშირებით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე; უზრუნველყოს „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი სამართალდარღვევის ფაქტზე საჭირო სანქციების გამოყენება;“.

2.  დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის  მოვალეობის შემსრულებელი

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                    კ. ბუკია