„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 134
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.016345
  • Word
134
02/08/2012
ვებგვერდი, 02/08/2012
010340000.22.027.016345
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №134

2012 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი,  010340000.22.027.016216, 21/11/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-13 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქცია;“.

2. პირველი მუხლის მე-13 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ14“ ქვეპუნქტი:

„ჰ14) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი  და პირობები.“.

3 . პირველი მუხლის 21-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „“ ქვეპუნქტი:

„ე) საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის წესი.“.

4 . პირველი მუხლის 23-ე პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა, მათი საზღვრების დადგენა და მათი გაუქმება; თვითმმართველი ერთეულის ზონირება; დედაქალაქის ტერიტორიის დაყოფა რაიონებად; დედაქალაქის რაიონების სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებად (უბანი, სექტორი, კვარტალი, მიკრორაიონი და ა. შ.) დაყოფა; დედაქალაქის რაიონისათვის ან უბნისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება; თვითმმართველ ერთეულში ისტორიულ-კულტურული, გამწვანების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონების ან არეალების გამოყოფა; მათთვის სახელწოდებების მინიჭება, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;“.

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტები;“.

5. პირველი მუხლის 23-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:

„ტ) საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტები.“.

6. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

„ფ) ელექტრონული საქმისწარმოების წესები.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილ