დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2011 წლის 28 ივლისის №13/59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13/24 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 30/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.111.016137 |
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს
დადგენილება №13/24
2012 წლის 30 ივლისი
ქ. ფოთი
,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 28 ივლისის №13/59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 28 ივლისის №13/59 დადგენილებაში (სსმ. 110729031, 03/08/2011 წელი , კოდი 010250020.35.111.016101) , კერძოდ: დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის შენიშვნა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,შენიშვნა:
საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება ,,ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანამშრომლისთვის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას პირად მფლობელობაში არსებული ავტომობილისათვის განკუთვნილი საწვავის უსასყიდლოდ გადაცემით მიღებული სარგებელი”.”
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 02 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი . საღინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები