„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების ტიპიური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 24/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 020090000.35.112.016090
  • Word
27
30/07/2012
ვებგვერდი, 03/08/2012
020090000.35.112.016090
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების ტიპიური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2012 წლის 30 ივლისი

 ქ. ლანჩხუთი

,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად:

მუხლი 1 . „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების ტიპ ური ფორმების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 7 თებერვლის 5 დადგენილებაში ( სსმ , ვებგვერდი, 150211, 15/02/2011) შევიდეს ცვლილება და

1 . დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული შემოწმების აქტის ტიპური ფორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №1

შემოწმების აქტი №

შედგენის თარიღი

 მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

მითითება გაცემული იყო საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ ----------- მუხლის ------------ ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის გამოსასწორებლად.

შემოწმების აქტი დგება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გაცემული №------------------ მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების

მდგომარეობის დასადგენად.

დამრღვევის დასახელება და მისამართი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ობიექტის დასახელება და მისამართი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შემოწმებით დადგინდა:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

რითაც დგინდება, რომ:

ა) მითითება შესრულდა □   ბ) მითითება არ შესრულდა □  

გ) მითითება სრულდება არადროულად □

შემოწმების აქტის საფუძველზე, თუკი აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის შესახებ.

თუ დარღვევა გამოსწორებულია, ასეთ შემთხვევაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი გამოსცემს სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 შემოწმების აქტის შემდგენი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა): –––––––––––

შემოწმების აქტი ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა): ––––––––––––––––

თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან გადაწყვეტილების გაცნობა (ჩაბარება), პირდაპირი ჩაბარებით გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-19 პუნქტი).

შემოწმების აქტი გაეცნო (ჩაჰბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით. (ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი) განთავსების თარიღი –––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––“

2 . დადგენილების მეორე პუნქტით დამტკიცებული მიწერილობის ტიპიური ფორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №2

მითითება №

                                                                                                       შედგენის თარიღი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური დამრღვევის მიმართ საქმის წარმოებას იწყებს მითითების გაცემით (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 2-ე5 მუხლის მე-2 პუნქტი);

მითითება – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნა დამრღვევის მიმართ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, ნებაყოფლობით შეასრულოს მითითებაში მითითებული პირობები, დარღვევის გამოსასწორებლად (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-15 მუხლის „ღ“ პუნქტი);

დამრღვევი მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით ჯარიმდება არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევისათვის, რომლის გამოსასწორებლადაც გაიცა მითითება.

 დამრღვევის დასახელება და მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 ობიექტის დასახელება და მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპი ––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები ––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევებზე განისაზღვრება ––––––––––––––––––––– ლარით.

 დარღვევის გამოსწორების ვადა ------------------------------ დღე.

 მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში:

ა) მითითება შესრულდა;

ბ) მითითება არ შესრულდა;

 გ) მითითება სრულდება არადროულად;

შემოწმების აქტის საფუძველზე, თუკი აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი გამოსცემს სამართლებრივ აქტს:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის შესახებ.

     იმ შემთხვევაში, თუკი დარღვევა გამოსწორებულია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი გამოსცემს სამართლებრივ აქტს სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25–ე მუხლის მე-11 პუნქტი);

მითითების გამცემი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)

მითითება ჩაიბარა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––    

(სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა)

თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან სამართლებრივი აქტის გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან გადაწყვეტილებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.

მითითება გაეცნო (ჩაჰბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.

 (ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––“

3. დადგენილების მესამე პუნქტით დამტკიცებული უწყების ტიპური ფორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

          დანართი №3

                     უ წ ყ ე ბ ა №

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დარღვევის საფუძველზე

     საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, დაბარებული ხართ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში (ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ. №37) არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.

დამრღვევის დასახელება და მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ობიექტის დასახელება და მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქმის განხილვის თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქმის განხილვის ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს.

 თუ ვერ ხერხდება მხარისათვის უწყების გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაჰბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება უწყებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.

გაფრთხილებთ, რომ მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.

უფლებამოსილი თანამდებობის პირი ------------------------

 უწყების განთავსების თარიღი  --- ------------- ------“

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე              რ. ჩიტიძე