„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 308
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 18/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 040110000.22.033.016430
  • Word
308
02/08/2012
ვებგვერდი, 02/08/2012
040110000.22.033.016430
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №308

2012 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

  მუხლი 1. „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში (სსმ III, 11.10.2010, №130, მუხლი 1897) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 61 პუნქტის და 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის („სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობები“):

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილების, ლიზინგის ფორმით გადაცემისა და რეალიზაციის წესსა და პირობებს, აგრეთვე აღნიშნული ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისას ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობას, დამატებითი ვადის დადგენისა და აუქციონის შედეგების გაუქმების წესსა და პირობებს.“;

ბ) მე-8 მუხლის:

ბ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია დაადგინოს ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება, რომლის ოდენობაც უნდა შეადგენდეს ქონების რეალიზაციის საწყისი ფასის არანაკლებ 10%-ს.“;

ბ. ბ) მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს (მათი არსებობის შემთხვევაში) ოდენობას;“;

გ) მე-9 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის (მათი არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელ დოკუმენტს (მათ შორის , ელექტრონული სახით);“;

გ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. პირი, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა აუქციონის რამდენიმე ლოტის ვაჭრობაში, უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს (მათი არსებობის შემთხვევაში) იხდის/წარმოადგენს თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე.“;

დ) მე-10 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დგება არშემდგარი აუქციონის ოქმი, ხოლო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველებს და მონაწილეებს გადახდილი ბე უკან არ უბრუნდებათ.“;

ე) მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. განმეორებითი აუქციონი

1. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება ქონების რეალიზაცია, სააგენტო უფლებამოსილია გასაყიდი ქონების საწყისის ფასი შეამციროს 50%-მდე და ქონება ხელმეორედ გაიტანოს გასაყიდად.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქონების შეცვლილი საწყისი სარეალიზაციო ფასით ან/და პირობებით რეალიზაცია განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი, ხოლო იმავე პირობებით რეალიზაცია – როგორც ვადაგაგრძელებული აუქციონი.

    მუხლი 12. გარიგებათა გაფორმება და ანგარიშსწორება

1. საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში სააგენტოსა და საჯარო აუქციონში გამარჯვებულს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.

2. სააგენტოსა და საჯარო აუქციონში გამარჯვებულს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება, გასაყიდი ქონების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება ითვალისწინებდეს მხარეთა ურთიერთვალდებულებებს გაყიდული ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ, რაც ასახული უნდა იყოს საჯარო აუქციონის პირობებში.

3. საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა სარეალიზაციო საფასური უნდა გადაიხადოს სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში.

4. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულმა სარეალიზაციო საფასური უნდა გადაიხადოს ინტერნეტაუქციონის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

5. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

6. თუ აუქციონში გამარჯვებული ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების სრულად გადახდას დადგენილ ვადაში, ის კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნული ქონების შეძენაზე და გადახდილი ბე უკან არ უბრუნდება, ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე

7. საჯარო აუქციონში დამარცხებულს უფლება აქვს, საჯარო აუქციონის შედეგების გამოცხადების შემდეგ მოითხოვოს ბეს დაბრუნება, რომელიც უნდა დაბრუნდეს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 5 საბანკო დღისა, ხოლო ინტერნეტაუქციონში დამარცხებულს ბე უბრუნდება ავტომატურად, აუქციონის შედეგების დადგომისთანავე.

8. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული იღებს გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება შესაბამისი დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. სააგენტო ასევე უფლებამოსილია, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

9. აუქციონში გამარჯვებული, სარეალიზაციო ქონების ღირებულების გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, იხდის პირგასამტეხლოს – ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შესაბამისი ლოტის სრული/დარჩენილი საპრივატიზებო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.“;

ვ) მე-13 მუხლის:

ვ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია დაადგინოს ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება და განსაზღვროს მისი ოდენობა.“;

ვ.ბ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას (მათი არსებობის შემთხვევაში);“;

ვ.გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აუქციონის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 5 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (მათ შორის, ელექტრონული სახით).

7. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს გადახდა შესაძლებელია როგორც „ინტერნეტ-ბანკინგის“ საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.“;

ვ.დ) 111 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ.ე) მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. თუ პირველი ინტერნეტაუქციონის დროს არ მოხდება ქონების რეალიზაცია, სააგენტო უფლებამოსილია გასაყიდი ქონების საწყისი ფასი შეამციროს 50%-მდე და და ქონება ხელმეორედ გაიტანოს გასაყიდად.

14. თუ ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ვ.ვ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 და 142 პუნქტები:

„141. ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქონების შეცვლილი საწყისი სარეალიზაციო ფასით ან/და პირობებით რეალიზაცია განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი, ხოლო იმავე პირობებით რეალიზაცია - როგორც ვადაგაგრძელებული აუქციონი.

142. ინტერნეტაუქციონის ფორმით ქონების რეალიზაციისას სააგენტოსა და მყიდველს შორის ფორმდება მიღება- ჩაბარების აქტი.“;

ზ) 131 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სადგომზე მისულ პირთა ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტაუქციონში) მონაწილეობას ამ მუხლით დადგენილი წესით, აგრეთვე აღნიშნული პირებისაგან ინტერნეტაუქციონში მონაწილეობისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის მიღებას (მათ შორის, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს მიღებასა და დაბრუნებას);“;

თ) 131 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 132 და 133 მუხლები:

     „მუხლი 132. აუქციონის მეშვეობით შეძენილი ქონების მიღების ვადა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია თანხის გადახდიდან არა უგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ქონების გატანა მისი განთავსების ადგილიდან (თუ ინტერნეტაუქციონის შემთხვევაში არ სარგებლობს „ქონების ადგილზე მიტანის“ სერვისით).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაშმყიდველი იღებს გაფრთხილებას (მატერიალური ან ელექტრონული სახით), რომელშიც მიეთითება ქონების გატანის დამატებითი ვადა, არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა და პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობით.

3. პირგასამტეხლო განისაზღვრება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შესაბამისი ლოტის სრული/დარჩენილი სარეალიზაციო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.

4. თუ მყიდველი დამატებითი ვადის განმავლობაშიც არ უზრუნველყოფს ქონების გატანას, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე; ასეთ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში დადგენილი ნორმებით. ინტერნეტაუქციონის ფორმით ქონების რეალიზაციისას, ხელშეკრულება ცალმხრივად მოიშლება ავტომატურად, დამატებითი შეტყობინების გარეშე.

5. აუქციონში გამარჯვებულს უფლება აქვს, ქონების მიღებამდე მოითხოვოს მისი შემოწმება, რისთვისაც ის თავისი ხარჯით მოიწვევს უფლებამოსილ ექსპერტს. თუ მყიდველი არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას, ითვლება, რომ ქონება უნაკლოა და შეესაბამება გამოცხდებულ პარამეტრებს, რაოდენობას და ხარისხს.

    მუხლი 133. აუქციონის შედეგების გაუქმების წესი

1. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:

ა) აუქციონში გამარჯვებულმა სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა ქონების სარეალიზაციო საფასური;

ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი ბეს/ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.“;

ი) 191 მუხლის:

ი.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, დაადგინოს ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულება და განსაზღვროს მისი ოდენობა.“;

ი.ბ) მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას (არსებობის შემთხვევაში);“;

ი.გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ინტერნეტ-აუქციონის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 5 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე, როგორც „ინტერნეტბანკინგის“ საშუალებით, ისე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ან წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (მათ შორის, ელექტრონული სახით).“;

ი.დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. თუ მონაწილე ვერ გაიმარჯვებს ინტერნეტაუქციონში, მას გადახდილი ბე უბრუნდება ავტომატურად, აუქციონის შედეგების დადგომისთანავე, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, ბე ითვლება აუქციონის საბოლოო შემოთავაზებულ ფასში.“.

  მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე